გლუვი, ელასტიკური და უნაოჭო კანის შენარჩუნებაში შინაური ნიღბები მეხმარება.

ყველას სურს, რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს გლუვი, ელასტიკური, უნაოჭო კანი. მე ამაში შინაური ნიღბები მეხმარება, რომელთა რეცეპტებს თქვენც სიამოვნებით გაგიზიარებთ. ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, თეთრი თიხის გამოყენებას ვურჩევ.

  • 100 გრამი თიხა, 30 მლ წყალი, 5 მლ გლიცერინი და სპირტი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ეს ნარევი ბამბის ტამპონით წავისვათ სახეზე და 20 წუთის შემდეგ სველი ბამბის ტამპონით მოვიშოროთ.

  • 1 სუფრის კოვზ რძეს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ტალკი და თეთრი თიხა, წავისვათ სახეზე და 20 წუთის შემდეგ მოვიშოროთ სველი ბამბის ტამპონით. ვისაც მშრალი კანი აქვს, ვურჩევ ასეთ ნიღაბს: 1 ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლს შევურიოთ 30-40 წვეთი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა და ცოტაოდენი ცივი წყალი. ვურიოთ თეთრი, ფაფისებრი მასის მიღებამდე. წავისვათ შპადელით სახესა და კისერზე და 25-30 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით. ამის შემდეგ კანი გავიწმინდოთ ლიმონის ნაჭრებით.

  • ნორმალური კანის შემთხვევაში 3 ჩაის კოვზ თეთრ თიხას დავუმატოთ 1,5 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი და ტალკი, კარგად ავურიოთ, წავისვათ სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით.
    ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში 1-2 -ჯერ- კანთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს აღარ შეგაწუხებთ.

    ნაოჭების საწინააღმდეგო რეცეპტი:
  • დავჭრათ ერთი ლიმონი და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა არაყი. გავაჩეროთ გრილ ადგილას 10 -12 დღე. ამის შემდეგ ნარევი გადავწუროთ, დავუმატოთ 100 გრამი არაჟანი და შევათქვიფოთ 1 კვერცხის გული. ამ ნარევით სასურველია ყოველდღიურად გავიწმინდოთ სახე (ნარევი სასურველია შევინახოთ მაცივარში).


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა