შეაჩერეთ დროულად სახის კანის დაბერების პროცესი!
ძვირფასო ქალებო! გვერწმუნეთ, ქალი არ ბერდება, თუკი მას სურს დარჩეს მუდამ ახალგაზრდა და მომხიბვლელი. სილამაზე და მომხიბვლელობა კი უშრომელად მხოლოდ ერთეულებს აქვთ ნაბოძები. დასძლიეთ სიზარმაცე და შედეგიც არ დააყოვნებს. სიბერე არ იწყება 50 წლის შემდეგ. ნუ აჩქარდებით და ასე ადრიანად ნუ შეეგუებით დროსა და ასაკს.
სახის კანი ამ ასაკში, ძალიან შრება და დუნდება. ამიტომ განსაკუთრებით ინტენსიურად უნდა ვიხმაროთ კანის დამატენიანებელი ნიღბები. თუ კანი საპნისადმი ძალიან მგრძნობიარეა, იხმარეთ ჭადის ფქვილი ან თეთრი თიხა. ეს არის გრანიტის, ქარსის და სხვა მინარევების გამოფიტვით მიღებული პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ კაოლინს. თეთრი თიხა გამოიყენება კოსმეტკური ნიღბების მოსამზადებლად, რადგან მას გააჩნია მათეთრებელი და გამშრობი თვისება.
ნიღბის მომზადების და გამოყენების წესი:
ნიღბის მოსამზადებლად თეთრი თიხა უნდა გავხსნათ თბილ წყალში. მშრალი კანისთვის ნიღაბს უმატებენ რამდენიმე წვეთ პარაფინის სითხეს. სახეზე დადებული ნიღაბი რაც შეიძლება მეტ ხანს გააჩერეთ. თუ ფერისმჭამელები გაქვთ, ნიღაბს დაამატეთ გოგირდი, ან მაგნიუმის კარბონატი ანდა თუთიის ჟანგი. ნიღბის მოსაცილებლად იხმარეთ მცენარეული ზეთი, ცხიმიანი კანი ჩამოიბანეთ ლიმონის წვენშერეული, გვირილის ნაყენით.
თეთრი თიხა ასევე გამოიყენება ცხიმიანი თმის დასაბანად.
დაიმახსოვრეთ: თეთრი თიხის ნიღბის ხშირი ხმარება, ზედმეტად გამოაშრობს კანს!