როდესაც დედას კატარაქტის დიაგნოზი დაუსვეს, ამ სნეულების მკურნალობა ხალხური საშუალებებით დავიწყე

კატარაქტა უმთავრესად მოხუცებულთა პრობლემაა, ოპერაცია კი საკმაოდ ძვირი ღირს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხშირად მისი გაკეთება ორივე თვალზეა საჭირო, ნათელი გახდება, რომ ჩვეულებრივი პენსიონერი ამ ოპერაციას საკუთარი ხარჯით ვერასოდეს გაიკეთებს. როდესაც დედას კატარაქტის დიაგნოზი დაუსვეს, დავიწყე ამ სნეულების სამკურნალო მცენარეული რეცეპტების შეგროვება. საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. ზოგიერთი მათგანი ჩვენც გამოგვადგება და თქვენც სიამოვნებით გთავაზობთ, რათა ყველამ მისთვის მისაღები ამოირჩიოს.

  • აიღეთ ვაშლი, ამოღრუტნეთ, ჩაასხით თაფლი, დააფარეთ თავისივე ნაჭერი, ორი საათის შემდეგ გადმოასხით თაფლისა და ვაშლის წვენის ნარევი და დილით ორი წვეთი დაავადებულ თვალში ჩაიწვეთეთ.

  • კატარაქტის საწყის სტადიაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოეს წვენი. მოაგროვეთ 2-4 წლის მცენარის ფოთლები, შეაწყვეთ მაცივარში, სიბნელეში, 4-8 გრადუს ტემპერატურაზე, 12 დღე-ღამე გააჩერეთ, შემდეგ გამოიღეთ, გარეცხეთ ადუღებული წყლით და დაჭერით წვრილ, თხელ, 0,2-0,3 სმ სისქის ნაჭრებად, შეახვიეთ დოლბანდში და მაგრად გამოწურეთ. მიღებული წვენი გააზავეთ 1:10 პროპორციით და თვალში ჩაიწვეთეთ.
    ორსულობისას, შარდის ბუშტის ანთებისა და სისხლდენისას ამ რეცეპტის გამოყენება არ შეიძლება.

  • კატარაქტის საწინააღმდეგოდ ძალიან კარგია მწვანე ჩაი. სასურველია, დღეში რამდენიმე ფინჯანი დალიოთ.

  • სამი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, უნდა დალიოთ ნახევარი ჭიქა სტაფილოსა და ოხრახუშის წვენების ნარევი (3:1). ოხრახუშის წვენის ნაცვლად შეგიძლიათ დროდადრო ჭარხლისა გამოიყენოთ.

  • აურიეთ ერთმანეთში ახალი თაფლი და სტაფილოს წვენი (1:1) და დილა-საღამოს 1-2 წვეთი თვალში ჩაიწვეთეთ.