ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული რეცეპტები კატარაქტის სამკურნალოდ
კატარაქტის დროს გუგა "შავი ფერის" ნაცვლად "ნაცრისფერი" ხდება, მხედველობა თანდათან ქვეითდება და ბოლოს სრულიად იკარგება. რჩება მხოლოდ სინათლის შეგრძნება. უფრო ხშირად ორივე თვალის ბროლი იმღვრევა ზოგჯერ თითქმის ერთდროულად, ზოგჯერ ერთმანეთის მიყოლებით, კატარაქტის დასაწყისში მკურნალობენ ვიტამინების შემცველი წვეთებით, მოწიფებულ სტადიაში და ზოგჯერ მოუმწიფებლობაშიც აუცილებელია ოპერაცია.
სადღისოდ კატარაქტის ოპერაციის ტექნიკა და საოპერაციო აპარატურა ისე სრულყოფილია, რომ შემღვრეული ბროლის ამოღების შემდეგ, თუ კი თვალის ფსკერი - ბადურა საღია, მხედველობა ავადმყოფებს უბრუნდებათ. ოპერაციის შემდეგ საჭიროა სპეციალურად შერჩეული სათვალის ან კონტაქტური ლინზების ხმარება. ზოგჯერ მიმართავენ სხვა სახის ოპერაციას - შემღვრეული ბროლის მოცილების მერე მის ადგილზე აყენებენ ხელოვნურ ბროლს. ბროლზე ოპერაციის გაკეთება ყველა ასაკში შეიძლება.
ხალხური დამხმარე საშუალებები:

- კატარაქტის დროს მოამზადეთ გულყვითელას ყვავილის ნაყენი: 3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, მოათავსეთ თერმოსში და გააჩერეთ 1 -2 სთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 /2 ჩ/ჭ 4 -ჯერ დღეში. ამავე ნაყენით გამოიბანეთ თვალები.
- გამოწურეთ ვაშლის ყვავილის წვენი და შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 1:1. ჩაიწვეთეთ ორივე თვალში 2 -3 წვეთი 2 -3 - ჯერ დღეში.
- 2 -3 წვეთი წითელი ხახვის წვენი ჩაიწვეთეთ თვალებში 2 -ჯერ კვირაში. ხახვმა თვალები რომ არ დაგწვათ, წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის რძე.
- მოხარშეთ კვერცხი, გააცივეთ გამდინარე წყალში, მოაცილეთ ნაჭუჭი და აპკი და შუაზე გაჭერით. ამოიღეთ გული და ცილის ნახევრები გარეცხეთ. ერთ ნახევარში ჩაყარეთ შაქარი, დააფარეთ მეორე ნახევარი და შედეთ ღუმელში 30 წუთით, შემდეგ ფრთხილად გამოიღეთ. კვერცხის ნახევარში წარმოიქმნება სიროფი, რომელიც ფრთხილად უნდა ჩაასხათ პატარა ბოთლში. 1 -2 წვეთი სიროფი ჩაიწვეთეთ 2 -3- ჯერ დღეში. ყოველ სამ დღეში ერთხელ მოამზადეთ ახალი სიროფი.