კარტოფილის წანაზარდები კატარაქტას შველის...

კარტოფილის წანაზარდები  კატარაქტას  შველის...
ერთი ჩემი მეზობელი ყოველთვის აგროვებს წანაზარდებს, გაღვივებულ კარტოფილს რომ უჩნდება, ახმობს და რევმატიზმის სამკურნალო წამალს ამზადებს. საბედნიეროდ, რევმატიზმი არ მაწუხებს, მაგრამ რამდენიმე ხნის წინათ ექიმებმა კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს. ჩემი გასაჭირი მეზობელს შევჩივლე. მან მითხრა, კარტოფილის წანაზარდები კატარაქტასაც უხდებაო. მეც აღარ დავაყოვნე და ვსინჯე. რევმატიზმის დროს მტკივანი ადგილები პირდაპირ უნდა დაიზილოთ ამ წანაზარდებით, კატარაქტის შემთხვევაში კი აუცილებელია ნაყენის მომზადება და სმა.
  • კარტოფილის წანაზარდები უნდა გაახმოთ, დააქუცმაცოთ და 1 სადილის კოვზს დაასხათ 200 მლ არაყი. გააჩეროთ 1 კვირა. ნაყენი უნდა მიიღოთ ჩაის კოვზით დღეში 3-4-ჯერ. ის გამოგადგებათ არა მარტო კატარაქტის დროს, არამედ მხედველობის ნებისმიერი სხვა მიზეზით გაუარესების შემთხვევაშიც.

    კატარქტის დროს კარგია შემდეგი საშუალებებიც:

  • აიღეთ ვაშლი, ამოჭერით რბილობი, ჩაასხით თაფლი, დააფარეთ თავისივე ამონაჭერი, ორი საათის შემდეგ გადმოასხით თაფლისა და ვაშლის ნარევი და დილაობით ორი წვეთი დაავადებულ თვალში ჩაიწვეთეთ.

  • კატარაქტასთან ბრძოლისას შესანიშნავი საშუალებაა მწვანე ჩაი. სასურველია, დღეში 2 ფინჯანი მაინც დალიოთ.

  • სამი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა სტაფილოსა და ოხრახუშის წვენის ნარევი (3:1). ოხრახუშის მაგივრად შეიძლება ჭარხლის წვენის გამოყენებაც.

  • აურიეთ ერთმანეთში ახალი თაფლი და სტაფილოს წვენი ( თანაბრად) და დილა - საღამოს 1-2 წვეთი ჩაიწვეთეთ დაავადებულ თვალში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი