უმკურნალეთ ლიბრს და კატარაქტას ხალხური, მეტად ეფექტური საშუალებებით
ბროლის დაავადება გამოვლინდება მისი შემღვრევით, რაც კატარაქტის სახელწოდებით არის ცნობილი. კატარაქტა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან ტრავმის შედეგი,მაგრამ იგი უფრო ხშირია ხანშესულობის ასაკში. ეს არის ხანდაზმულობის ერთ - ერთი უხშირესი დაავადება, მეტადრე შაქრიანი დიაბეტის დროს. კატარაქტის დროს გუგა შავის ფერის ნაცვლად ნაცრისფერი ხდება, მხედველობა თანდათან ქვეითდება და ბოლოს სრულიად იკარგება.
ლიბრი, კატარაქტის მკურნალობა ხალხურად:
ლიბრი, კატარაქტის მკურნალობა ხალხურად:
- კატარაქტის და ლიბრის მკურნალობისას დადებითი მოქმედება გააჩნია კაციყურას. უნდა მოჭრათ მცენარის მიწისზედა ნაწილი და გააშროთ ჩრდილში 3 -4 დღის განმავლობაში. 1 ს/კ ხმელ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გაწურეთ. მიღებული ნაყენი 2 - 3 - ჯერ დღეში დაიდეთ საფენების სახით მტკივან თვალზე, 15 წუთით. შეგიძლიათ მიიღოთ ეს ნაყენი შინაგანადაც - 1/4 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- ბაბუაწვერას რძეწვენით მკურნალობენ ლიბრს. მკურნალობა ხანგრძლივია.
- თუ დაავადებას თვალის სიწითლე ახლავს, აიღეთ შაქრის პუდრა დანის წვერზე, შეუბერეთ ისე, რომ თვალში მოხვდეს. გაიმეორეთ ყოველდღე, 2 -3 თვის განმავლობაში. თუ სიწითლემ არ გაიარა, პროცედურა შეწყვიტეთ სიწითლის გაქრობამდე და შემდეგ განაგრძეთ მკურნალობა.
- 2 - 3 წვეთი წითელი ხახვის წვენი ჩაიწვეთეთ თვალებში 2 - ჯერ კვირაში. ხახვმა თვალები რომ არ დაგწვათ, წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის რძე.
- მოხარშეთ კვერცხი, გააცივეთ გამდინარე წყალში, მოაცილეთ ნაჭუჭი და აპკი, გაჭერით შუაზე. ამოიღეთ გული და ცილის ნახევრები გარეცხეთ. ერთ ნახევარში ჩაყარეთ შაქარი, დააფარეთ მეორე ნახევარი და შედეთ ღუმელში 30 წუთით. შემდეგ ფრთხილად გამოიღეთ. კვერცხის ნახევარში წარმოიქმნება სიროფი, რომელიც ფრთხილად უნდა ჩაასხათ პატარა ბოთლში. 1 - 2 წვეთი სიროფი ჩაიწვეთეთ 2 - 3 - ჯერ დღეში. ყოველ სამ დღეში ერთხელ მოამზადეთ ახალი სიროფი.
- კარტოფილის ღივი გააშრეთ და დააყენეთ არაყზე (1 ს/კ ღივი 200 მლ წყალზე). მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - 4- ჯერ დღეში არამარტო კატარაქტის, არამედ თვალის ნებისმიერი დაავადების დროს.
- დალიეთ მაგარი მწვანე ჩაი შეუზღუდავი რაოდენობით, მხედველობის გაუარესების და კატარაქტის დროს.