მას შემდეგ, რაც ამ მცენარეულ რეცეპტებს ვიყენებ, შაქრის დონე სისხლში სულ წესრიგში მაქვს

მას შემდეგ, რაც ამ მცენარეულ რეცეპტებს ვიყენებ,  შაქრის დონე სისხლში სულ წესრიგში მაქვს
დიდი ხანია შაქრიანი დიაბეტი მაწუხებს. დიაბეტის სამკურნალო წამლებსაც ვსვამ, მაგრამ ზოგჯერ შაქარი სისხლში ისე თამაშობს, არავითარ წამალს არ ემორჩილება. ამიტომ გადავწყვიტე, წამლებისთვის მცენარეებიც მიმეშველებინა. ჩემ მიერ გამოცდილი მეტად ეფექტიანი რეცეპტები მინდა გავუზიარო მკითხველს.
როცა შაქარი სისხლში მომატებული გაქვთ, შეგიძლიათ მარტივი მცენარეული წამალი მოამზადოთ და მონაცვლეობით გამოიყენოთ. შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ:
  1. 2 ს/კ დაფქული გამხმარი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყოვნეთ 6 საათი. შემდეგ გაწურეთ. ეს ნაყენი ერთ დღეში უნდა დალიოთ. სვით 100 - 100 გრამი ჭამამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა სისხლში შაქრის დონეზეა დამოკიდებული;

  2. 4 -5 ცალ საშუალო ზომის ხახვს მოაცილეთ კანის ზედა ფენა, გარეცხეთ და კანის დარჩენილ ფენასთან ერთად წვრილად დაჭერით. დაასხით თბილი ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. სვით 1/3 ჭიქა ნაყენი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სხვათა შორის, ხახვის ნაყენი ძალიან კარგი ყოფილა არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისათვისაც;

  3. დღის განმავლობაში შეჭამეთ 3 მცირე ზომის ხახვი შავ პურთან ერთად - ყოველი ჭამის წინ თითო თავი;

  4. 1 ს/კ თეთრი ფითრის ტოტებსა და ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა არაყი, დადგით ბნელ ადგილას 7 დღე, შემდეგ გადაწურეთ და ნალექიც გამოწურეთ. სვით 2 ჩ/კ წყალთან ერთად 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე;

  5. ამ რეცეპტებიდან ყველაზე ეფექტიანია წიწიბურასა და მაწვნის ნარევი: 2 ს/კ წიწიბურას ფქვილს დაასხით 1 ჭიქა მაწონი და დადგით 10 საათი. ამ ფაფით უნდა ისაუზმოთ და ივახშმოთ. ჩაის მაგივრად სვით ვარდკაჭაჭასა და კალანდულას ნაყენი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი