საკმაოდ ეფექტური რეცეპტები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მათი შედეგები მართლაც გაგაოცებთ!
დიდი ხანია შაქრიანი დიაბეტი მაწუხებს. დიაბეტის სამკურნალო წამლებსაც ვსვამ, მაგრამ ზოგჯერ შაქარი სისხლში ისე თამაშობს, არავითარ წამალს არ ემორჩილება. ამიტომ გადავწყვიტე წამლებისთვის მცენარეებიც მიმეშველებინა. როცა შაქარი სისხლში მომატებული გაქვთ, შეგიძლიათ რამდენიმე მარტივი მცენარეული წამალი მოამზადოთ და მონაცვლეობით გამოიენოთ. შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ:
ექიმის კომენტარი:
ფიტოთერაპიას მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას მართლაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება თვითნებურად ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღების შეწყვეტა და მხოლოდ მცენარეული საშუალებების იმედად ყოფნა - ფიტოთერაპია ამ შემთხვევაში მხოლოდ დამხმარე მეთოდია და არა ძირითადი.
რაც შეხეება წიწიბურას და მაწვნის ნარევს, ამ რეცეპტების შესახებ ჩვენ " კარაბადინში " ადრეც გვისაუბრია - ეს საკმაოდ ეფექტიანი საშუალებაა დიაბეტის, წნევის, მარილების, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ.
- 2ს/კ დაფქული გამხმარი ასკილის ნაყოფი ჩავყაროთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყოვნეთ 6 საათი. შემდეგ გაწურეთ. ეს ნაყენი ერთ დღეში უნდა დალიოთ. სვით 100 - 100 გრ ჭამამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა სისხლში შაქრის დონეზეა დამოკიდებული.
- 4 - 5 ცალ საშუალო ზომის ხახვს მოაცილეთ კანის ზედა ფენა, გარეცხეთ და კანის დარჩენილ ფენასთან ერთად წვრილად დაჭერით. დაასხით თბილი ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. სვით 1/3 ჭიქა ნაყენი 3 -ჯერ დღეში , ჭამამდე 30 წუთით ადრე. სხვათა შორის, ხახვის ნაყენი ძალიან კარგი ყოფილა არა მხოლოდ დიაბეტიანების სამკურნალოდ, არამედ შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვისაც;
- დღის განმავლობაში შეჭამეთ 3 მცირე ზომის ხახვი შავ პურთან ერთად - ყოველი ჭამის წინ თითო თავი;
- 1 ს/კ თეთრი ფითრის ტოტებსა და ფოთლებს დაასხით 1ჭიქა არაყი, დადგით ბნელ ადგილას 7 დღე, შემდეგ გადაწურეთ და ნალექიც გამოწურეთ. სვით 2 ჩ/კ წყალთან ერთად 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე;
- ამ რეცეპტებიდან ყველაზე ეფექტიანა წიწიბურას და მაწვნის ნარევი: 2 ს/კ წიწიბურის ფქვილს დაასხით 1 ჭიქა მაწონი და დადგით 10 საათი. ამ ფაფით უნდა ისაუზმოთ და საღამოს - ივახშმოთ. ჩაის მაგივრად სვით ვარდკაჭაჭასა და კალანდულას ნაყენი. მას შემდეგ, რაც მცენარეულ საშუალებებს ვიყენებ, შაქრის დონე სისხლში სულ წესრიგში მაქვს.