ვრიეზიას (ბრომილია) მოვლა სახლის პირობებში

ვბიეზა იგივე ბრომილია - მშვენიერი ეკზოტიკური მცენარეა. სახლის პირობებში მისი მოვლა დამწყებ მებაღესაც არ გაუჭირდება.




მცენარის აღწერა
ვრიეზა მიეკუთვნება ბრომილიათა ოჯახს, ამიტომაც ოჯახის მცენარეს ხშირად ეძახიან ბრომილიას. მაგრამ ეს მცდაეი აზრია. ბრომილია და ვრიეზა - ეს განსხვავებული ჯიშის მცენარეებია, რომლებიც ერთი ოჯახის ქვეშ არიან გაერთიანებული.
ვრიეზიას (ბრომილია) მოვლა სახლის პირობებში
ვრიეზისი ეგზოტიკური ყვავილობა რომელიც ფარშევანაგის ბუმბულს წააგავს, ნახევარი წელი ჰყვავის. ვრიეზია მამაკაცური ენერგიის გამააქტიურებელ ყვავილს შეესაბამება, აქედან გამომდინარე სასარგებლოა ცოლ-ქმრის საძინებელში მოთავასება. გარდა ამისა, ბიოენერგეტიკოსები ამტკიცებენ, რომ მცენარე ოცნებებში მცხოვრებ ადამაინებს ააქტიურებს და ეხმარება მათ ციდან მიწაზე დაშვებაში. წინა საუკუნეებში ოთახის ყვავილი ფართოდ კულტივილდებოდა ვერსალში, სადაც გამოყვანილი იქნა დღემდე პოპულარული ჯიშები.

ცალკე აღსანიშნავია, რომ ალერგიით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ უარყოფითი რეაქცია ვრიეზიაზე.
ცენტარლური და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონებში გავრცელებულ ვრიეზიის ჯიშებს სახელი დაერქვა 19-ე საუკუნის ჰოლანადიელი ბოტანიკოსის საპატივცემულოდ. ვ. და ვრიეზა. ძირითადად ის წარმოადგენს მცენარეს, რომელსაც ფუმფულა ძაბრისებრი ყელი აქვს, რომელშიც მოგროვებულია გრძელი და ვიწრო ფოთლები. ვრიეზას 250 ჯიშიდან 150 ცნობილია სახლის კულტურებს შორის. მათ შორის პოპულარული მხოლოდ რამოდენიმეა.


სახლის პირობებში გასაზრდელად უმეტესად ადაბტირებულია გარდამავალი გიბრიდული ჯიშები. ისინი არც ისე მომთხოვნი არიან, როგორც მხოლოდ ერთი სახეობიდან გამოყვანილი ჯიშები. მათი ფოთლები 50 სმ სიმაღლის იზრდება. ფოთლები ვიწროა და ღია მწვანე ზოლები აქვს. სახლის პირობებში გაზრდილი ყველაზე პოპულარული სახეობა არის: ვრიეზია სპრენიენტილი და ბრწყინვალე ვრიეზია.

ვრიეზიას აქვს ხანჯლის ფორმის წვრილი, ლამაზი, მომრგვალო ყვავილები. მისი უჩვეულობა განპირობებულია მუქი წითელი და სტაფილოს ფერი ყვავილით. ასევე გვხვდება გიბრიდული ჯიშის მცენარე მრავალფეროვანი ყვავილობით, ყვავილები საკმაოდ პატარებია და მალე ჭკნება. იმავ დროს, როდესაც მოწითალო და სტაფილიფოს ფერი ყვავილები ცოცხალი რჩება დიდი ხნის განმავლობაში.

ყვავილობს მთელი წელი. ყვავილობოს დასრულებისას მცენარე კვბდება, მაგრამ როგორც წესი ასწრებს კვირტების გამოშვებას



ვრიეზიას მოვლა სახლის პირობებში
ვრიეზიას მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ იოლია. საკმარისია დავიცვათ უბრალო რეკომენდაციები.
  • განათება: ზამთრის პერიოდში უკეთესია მცენარე განვათავსოთ განათებულ, მზიან ადგილზე. ზაფხულში -ნახევრად ჩრდილში.

  • ტემპერატურა: ვრიეზია საკმაოდ სითბომოყვარული მცენარეა. მას მთელი წლის განავლობაში ესაჭიროება სითბო დაახლოებით 18..22 C, აუცილებელია ჰაერის საკმარისი ტენიანობა. ვრიეზიას გამოყვანა ხდება ოთახის პირობებში. ვინაიდან, ის ვერ იტანს ტემპერატურის სწრაფ ცვალებადობას.

  • მორწყვა: მცენარე საკმაოდ ნესტის მოყვარულია. მიზანშეწონილია მიწის დანესტიანება ნაწვიმარი, ან ნადგომი ქლორ გასული წყილით. სიცივის დროს ვირეზიას კვირაშ ერთხელ. ზაფხულის პერიოდში სამ დღეში ერთხელ. წყალს უსხამენ არა მარტო მიწას, არამედ პირდაპირ ფოთოლსაც, რაც მცენარისთვის სასრგებლოა.

  • საკვები: ორ კვირაში ერთხელ გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში აუციელებელია თხევადი სასუქით კვება. სასუქის ჩასხმა საჭიროა მცენარის ყელში, რადგან ფესვები მონაწილეობას არ ღებულობენ მცენარის გაზრდაში.



მცენარის გადარგვა
ვრიეზიას არ უყვარს გადარგვა. იმ შემთხვევაში თუ ქოთანი დაუპატარავდა რეკომენდირებულია მისი გაზაფხულზე გადარგვა. ამ დროს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ფესვებს. დაზიანების შემთხვევაში რთულად ხდება მათი აღდგენა და მცენარე დაავადდეს და დაიღუპოს.

მცენარის გამრავლება
გამრავლების ძირითადი გზებია: თესლი და ახალი წამონაზარდები. ყვავილობის შემდეგ ღვივდება ბევრი წამონაზარდი. აუცილებელია მათ გადარგვა ცალკე ქოთნებში. უმჯობესია მცენარის მომაგრებამდე თავზე ქილა ან პოლიეთილენის პარკი დავახუროთ, ხოლო შემდეგ მოვუაროთ მას როგორც ზრდასრულს.