კალცეოლარია (calceolaria): მოვლა და გაშენება სახლის პირობებში.

კალცეოლარია (calceolaria): მოვლა და გაშენება სახლის პირობებში.
ადრეულ გაზაფხულზე ან სახლში ფანჯრის რაფაზე პირველ რიგში კალცეოლარია აყვავდება.ის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მინიატურული მცენარეა. მის დაწინწკლულლ ყვავილებს ჩექმის ფორმა აქვთ და შესაძლოა იყოს წითელი, თეთრი, ყვითელი ან სტაფილოსფერი ფერის. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია, ამიტომ ყვავილების მოყვარულები სიამოვნებით ზრდიან მას სახლის პირობებში. ამ დროს მნიშვნელოვან მომენტს წარმაოდგენს ყვავილის გამრავლება, რომელიც გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს.

კალცეოლარიას თესლით ამრავლებენ. საშემოდგომო ყვავილობისთვის მას მარტში თესავენ, საგაზაფხულო ყვავილობისთვის კი - ივნისში.
წვრილი თესლს (1 გრამში დაახლოებით 30 ათასი ცალი) თესავენ სუბსტრატის ზედაპირზე, მათ არ ფარავენ გრუნტით. ზეოდან აფარებენ ქაღალდს, რომელსაც პერიოდულად ნამავენ. როდესაც მათ ორი ნამდვილი ფოთოლი წამოეზრდებათ, გადარგავენ. ამასთანავე მიწის ნაზავის დასამზადებლად იყენებენ 2 წილ ნეშომპალას, ფოთლოვან და ტორფოვან მიწას და 1 წილ ქვიშას.


ბუჩქების ფორმირებისას აცლიან გვერდითა ნაყარს (ყლორტს), რომელიც ფოთლების სინუსებიდან იზრდება.
იანვარ - თებერვალში გადარგავენ დიდ ქოთანში უფრო მძიმე და გაჯერებული მიწის ნაზავით.წამოზრდილი მცენარისათვის გამოდგება ჰუმუსის მსუბუქად მჟავე (рН დაახლოებით 5,5) სუბსტრატი. სუბსტრატის შესადგენად შეგიძლიათ აიღოთ 2 წილი ხის, ნეშომპალის და ტორფის მიწა და 1 წილი ქვიშა, რომელშიც დამატებული იქნება სრული მინერალური სასუქი (2-3 გრამი 1 კგ მიწის ნაზავზე). ასევე გამოდგება ნემსიწვერასთვის ან მანანასებრნი მცენარეებისთვის გამზადებული სუბსტრატი.

ისე მოხდა, რომ ჰიბრიდულ კალცეოლარიას ერთწლოვანი მცენარის სახით ზრდიან, რომელსაც ყვავილობის შემდეგ აგდებენ. თუმცა სურვილის შემთხვევაში მცენარის შენახვა შესაძლებელია. ამისათვის კალცეოლარია უნდა გასხლათ და 2 თვით ბნელ გრილ ადგილას უნდამოათავსოთ. ამ დროის მანძილზე ნიადაგი რომელშიც მცენარე იმყოფება ხანდახან უნდა დაატენიანოთ, რათა არ დაუშვათ მიწის გამოფიტვა.

მას შემდეგ რაც ახალი, ახალგაზრდა ყლორტები გამოჩნდება, მცენარე ნათელ შენობაში უნდა გადაიტანოთ და დაიწყოთ მისი რეგულარული მორწყვა, ასევე გამოიყენოთ კომპლექსური მინერალური სასუქი. ყვავილობა თესლიდან გაზრდილი მცენარისგან განსხვავებით 2 თვით ადრე დაიწყება, თუმცა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მიიღოთ ძლიერი და ჯანმრთელი კალცეოლარია, ამისათვის აუცილებლად მოჭერით და დააფესვიანეთ ახალგაზრდა ყლორტები.
ასეთი ხრიკი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ახალი მცენარე, რომლის ყვავილობა უფრო აქტიური იქნება.


მცენარეს ყოველწლიურად ცვლიან - ამრავლებენ თესლით ან კალმებით.
კვებას ქოთანში გადარგვიდან 2 კვირის თავზე იწყებენ და აგრძელებენ ყვავილობამდე. მინერალური სასუქებით მცენარეს ყოველ 2 კვირაში ამდიდრებენ.
ვინაიდან ასაკოვანი მცენარე სწრაფად კარგავს დეკორატიულობას, მას გადარგვის ნაცვლად ახლით ანაცვლებენ.