ოფთალმოლოგების კვლევა: სუფთა ჰაერზე გასეირნება ბავშვებს ახლომხედველობისგან იცავს

იმ ბავშვებში, რომლებიც დიდ დროს ატარებენ გარეთ და ნაკლებად უყურებენ ტელევიზორს, ძალზე იშვიათია ახლომხედველობის განვითარების რისკი, აცხადებენ კორნელის (აშშ) უნივერსიტეტის ოფთალმოლოგები.
ახლომხედველობის პროგრესირების შესამცირებლად, მედიკოსები მშობლებს და მასწავლებლებს ურჩევენ, ბავშვები ხშირად გაიყვანონ სუფთა ჰაერზე.

ოკულისტებმა შეისწავლეს 13 წლის 200 - მდე მოსწავლის მხედველობის მდგომარეობა და ყურადღება გაამახვილეს დროზე, რომელსაც ბავშვი უთმობდა კომპიუტერს, ტელევიზორს და წიგნის კითხვას.
დაკვირვების დაწყებიდან ერთ წელიწადში ცხადი გახდა,რომ ახლომხედველი ბავშვები ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებთან შედარებით ნაკლებ დროს ატარებდნენ სუფთა ჰაერზე - საშუალოდ 8 სთ და 12 სთ კვირაში შესაბამისად. ამასთან, ისინი უფრო ხშირად უყურებდნენ სატელევიზიო პროგრამებს - კვირაში, შესაბამისად 12,5 და 8 სთ.

ოფთალმოლოგების კვლევა:  სუფთა ჰაერზე  გასეირნება ბავშვებს  ახლომხედველობისგან იცავს

გარეთ ყოფნისას ბავშვები ობიექტებს უყურებენ შორიდან და არა ახლო მანძილიდან, რაც ჩვეულებრივ ხდება დახურულ შენობებში, ამიტომ სიბეცის განვითარების ალბათობაც მცირეა.
გარდა ამისა, მხედველობაზე დადებით გავლენას ახდენს მზის სხივები - აუმჯობესებს თვალის ფოკუსირებას ამა თუ იმ ობიექტზე და ხდის მას უფრო ნათელსა და მკვეთრს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: