როგორ ვუმკურნალოთ ეფექტურად პნევმონიას (ფილტვების ანთება) ბავშვებში
პნევმონია (ფილტვების ანთება ) გვხვდება ბავშვთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, უფრო ხშირად ავადდებიან ახალშობილები და უმცროსი ასაკის ბავშვები. პნევმონიისადმი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ის ბავშვები, რომლებიც ავადობენ რაქიტით, დიათეზით, კვების ქრონიკული მოშლილობით, მწვავე რესპირატორული დაავადებებით, ასევე ბავშვებში, რომლებიც დიდ დროს ატარებენ შენობაში დ ცოტას სეირნობენ სუფთა ჰაერზე.
პნევმონიას იწვევს ვირუსები და ბაქტერიები, ასევე წარმოადგენს სხვა დაავადების გართულებასაც.
პნევმონიის მკურნალობა, განსაკუთრებით 1 - დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში. დაავადების მხოლოდ ბოლო სტადიაზე, ექიმის რეკომენდაციით, შეიძლება მდოგვის საფენების, სამკურნალო ნახარშების, ინგალაციების გამოყენება. დაავადების ჩამთავრების პერიოდში, სახლის პირობებში, შეიძლება გაკეთდეს მდოგვის აბაზანები და მდოგვის შეხვევები.
მდოგვის აბაზანა.
ერთ ვედრო წყალში (წყლის ტემპერატურა 40 გრადუსამდე უნდა იყოს) გახსენით 100 გრ მშრალი მდოგვი. როცა წყალი გაგრილდება 38 გრადუსამდე, ბავშვი ჩაუშვით (კისრამდე, ჩაყურსეთ ) წყალში და კიდევ დაუმატეთ ცოტა ცხელი წყალი, რომ შეინარჩუნოთ ტემპერატურა. პროცედურის ჩატარების დრო - არაუმეტეს 10 წუთისა ( გააკეთეთ მხოლოდ ექიმის ნებართვით ). თვალყური ადევნეთ ბავშვის მდგომარეობას: თუ იგი ფერმკრთალია ან წარმოიქმნება სილურჯე, პროცედურა დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ.
მდოგვის შეხვევა.
მოამზადეთ სამფენად დაკეცილი მჭიდრო ქსოვილი, უკეთესია ბამბაზიის სახვევი. ერთ ლიტრ 40 გრადუსიანი ტემპერატურის წყალზე აიღეთ 2 - 3 ს/კ მდოგვის ფხვნილი. მშრალი მდოგვი შეახვიეთ რბილ ნაჭერში და გახსენით ცხელ წყალში. მდოგვიანი წყალი გააჩერეთ სითბოში 20 წუთი, შემდეგ კი ჩაასხით ცხელ წყალში. ამ ხსნარში დაასველეთ სახვევი, კარგად გაწურეთ და შემოახვიეთ პატარას მკერდზე და ზურგზე. შეამოწმეთ, საკმარისად თბილია თუ არა სახვევი; ამავე დროს მან არ უნდა დაწვას კანი. უნდა გახსოვდეს, რომ გაწურულ სახვევს როდესაც ვშლით, მაშინვე უნდა შევახვიოთ ბავშვი, რათა მდოგვის ეთერზეთებმა არ მოასწროს აორთქლება. უნდა დავამაგროთ სახვევი ფართო დოლბანდით, შევახვიოთ ბავშვი ზეწარში და თბილ საბანში. თუ მდოგვი მაგარია, 10 - 15 წუთის შემდეგ ბავშვი აღნიშნავს მსუბუქ წვას ან თავის უკმაყოფილებას გამოხატავს ყვირილით. პროცედურის დამთავრების შემდეგ, ბავშვს კანი კარგად გაუმშრალეთ და ჩააცვით თბილად. ძილის წინ დაალევინეთ ჩაი ჟოლოს მურაბით.
მდოგვის შეხვევის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ მდოგვის საფენები. სასურველია დააფინოთ ისინი 2-3 ფენა გაზეთის ქაღალდზე ან სახვევზე (წინასწარ მდოგვის ქაღალდი დაასველეთ ცხელ წყალში), შემოახვიეთ ბავშვს საბანი. გააჩერეთ 15 - 20 წთ. კარგია თანამედროვე ორფენიანი მდოგვის საფენების გამოყენება.