მხედველობის ჰიგიენა და ბავშვების მიერ ტელევიზორის ყურების წესები...
მხედველობის ჰიგიენისთვის ძირითადი მოთხოვნებია: კითხვისას საკმარისად თანაბარი განათება; უნდა იკითხოთ ფანჯარასთან ან 40 - 60 ვატიან ნათურის შუქზე, შრიფტი უნდა იყოს ადვილად გასარჩევი, 35 - 40 სმ დაშორებით თვალიდან; მნიშვნელოვანია წიგნის მოხერხებული მდებარეობა თვალთან მიმართებაში ( სასურველია მხედველობის პერპედიკულარული ხაზი ); სტრიქონთა ოპტიმალური სიგრძე 10 - 15 სმ - ია, უფრო გრძელი ან მოკლე სტრიქონი ცუდად აღიქმება. 7 - 8 წლის ასაკამდე ბავშვმა წიგნთან არ უნდა გაატაროს ერთ საათზე მეტი ზედიზედ; არ შეიძლება კითხვა ტრანსპორტში და დაწოლილი; არ დართოთ ბავშვს ნება, უყუროს ტელევიზორს და ერთდროულად აკეთოს საშინაო დავალება.
კარგი მხედველობისთვის აუცილებელია ჟანგბადი, ამიტომ იზრუნეთ ვენტილაციისთვის, განსაკუთრებით ზამთრობით, როცა ოთახი პრაქტიკულად დახშულია.
ბავშვების მიერ ტელევიზორის ყურების წესები:
როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილები საათობით მიჯაჭვულნი არიან ტელევიზორთან, ყველა სხვა საქმის საზიანოდ?
კარგი მხედველობისთვის აუცილებელია ჟანგბადი, ამიტომ იზრუნეთ ვენტილაციისთვის, განსაკუთრებით ზამთრობით, როცა ოთახი პრაქტიკულად დახშულია.
ბავშვების მიერ ტელევიზორის ყურების წესები:
- ეკრანის წინ დაჯექით სწორად და არა გვერდულად, არ მოხაროთ და არ გადააგდოთ უკან თავი.
- უყურეთ ეკრანს პირდაპირ, ხშირად მოხუჭეთ თვალები.
- არ უნდა უყუროთ ერთ წერტილს, თვალი მოავლეთ მთელ ეკრანს. თუ ეკრანზე მოქმედება შეყოვნებულია, რბილად უნდა დახუჭოთ თვალები, რათა დაასვენოთ ისინი.
- დროდადრო შეზღუდეთ ტელევიზორის ყურება. ტელევიზორი არღვევს ჯანმრთელობას ( ბავშვებისათვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი მოძრაობა და არა დივანზე გორაობა. ტელეგადაცემების დიდხანს ყურება აზიანებს მხედველობას. ბავშვის სუსტ ფსიქიკას არ შეუძლია გაუძლოს იმ რაოდენობის შთაბეჭდილებებს, რაც მას თავს ატყდება ეკრანიდან ). ტელევიზორი აქვეითებს ზნეობას, ის ხდება მოზარდი თაობის მთავარი აღმზრდელი. ბავშვებისთვის არ არსებობს მიუწვდომელი არხი. თუ უმდაბლესი მოთხოვნილებები ჩამოყალიბდა მოზარდობის ასაკში, მაშინ უმაღლესი უკვე აღარ ჩამოყალიბდება - ეს კანონია! ტელევიზორი აშტერებს, აცდუნებს.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილები საათობით მიჯაჭვულნი არიან ტელევიზორთან, ყველა სხვა საქმის საზიანოდ?
- პირველ ყოვლისა დაწმუნდით, ხომ არ წარმოადგენთ ცუდ მაგალითს მათთვის? ძნელია სერიალების თაყვანისმცემელ ბავშვებს ტელევიზორი გადააჩვიოთ.
- მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან: ითამაშეთ, იარეთ სასეირნოდ, მოეხმარეთ მათ საშინაო დავალების შესრულებაში, ერთად იკითხეთ წიგნები და ა.შ.
- ერთად აირჩიეთ საყურადღებოდ ტელეგადაცემები, ერთად უყურეთ და ერთად განიხილეთ ისინი.
- არ გამოიყენოთ ჯილდოდ ტელევიზორის ყურების ნებართვა. სხვაგვარად ბავშვები მიეჩვევიან ჯილდოსთვის შეასრულონ ისეთი რამეები, რაც მათ ისედაც უნდა გაეკეთებინათ.