8 წუთიანი პროცედურა, რომლის შემდეგაც თქვენი კანი სწორდება, ქრება ნაოჭები და სახეს სასიამოვნო ელფერი ეძლევა.

8 წუთიანი პროცედურა, რომლის შემდეგაც თქვენი კანი სწორდება, ქრება ნაოჭები და სახეს  სასიამოვნო  ელფერი  ეძლევა.
ყინვა და ქარი უფრო აშრობს კანს, ვიდრე ძალიან ცხელი მზე, ამიტომ დაიბანეთ სახლიდან გამოსვლამდე 1 საათით ადრე. როდესაც ძლიერი ყინვებია საერთოდ არ დაიბანოთ, გაიწმინდეთ სახე კოსმეტიკურ რძეში დასველებული ბამბით შემდეგ კი შეიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით მკვებავი კრემი, განსაკუთრებით კი თვალებთან.
ქუჩაში გამოსვლამდე შეგიძლიათ პუდრა წაისვათ. იგი სახეს იცავს ყინვისაგან.
სიცივეში ზოგიერთ ქალს უწითლდება ცხვირი. ამისათვის ყოველ საღამოს გაიკეთეთ თბილი სოდიანი წყლის საფენები 15 -20 წუთით. შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი ცხვირის წვერიდან ზემოთკენ.

თოვლის კომპრესები

სიცივე ინახავს არა მარტო საკვებ პროდუქტებს, არამედ ქალის სილამაზესაც. პროცედურას სჭირდება 8 წთ. იძლევა შესანიშნავ ეფექტს - კანი სწორდება, ქრება ნაოჭები, სახეს სასიამოვნო ელფერი ეძლევა.
ეს პროცედურა ასე ტარდება:
აიღეთ სუფთა თოვლი, დაყარეთ ხელსაწმენდ ქაღალდზე და დაიდეთ სახეზე და ყელზე მანამ, სანამ კანი არ გაიყინება.
როდესაც თოვლი არ არის, მაშინ სამკურნალო მცენარეების ნაყენი გაიყენთ მაცივარში, გაახვიეთ მარლაში და გაიწმინდეთ სახე 1 -2 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ სახეს სასიამოვნო ელფერი, ელასტიური და სიხალისე მიეცემა.
სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის