სახის მკვებავი ნიღაბი, რომელიც თქვენს კანს დაიცავს გამოშრობისგან და აქერცვლისგან!
ზამთარი შედარებით ღარიბია ხილ - ბოსტნეულით. ამიტომ წელიწადის ამ დროს აუცილებელია კანის დამატებითი კვება. მისი დაცვა ქარისა და თოვლისგან. ზამთარში, უშუალოდ გარეთ გასვლის წინ, არ დაიბანოთ პირი და არ წაისვათ კრემი, რაც არ უნდა ცხიმიანი იყოს, ის მაინც შეიცავს 25 %-მდე წყალს. აქიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ სიცივეში სველი ან თუნდაც ოდნავ ნოტიო სახით გარეთ სიარული კანს, კარგს არაფერს უქადის. ზამთარში პირის დაბანაც კი თავისებურად უნდა. საღამოს მოიმზადეთ მსუბუქი ჩაის ნაყენი, ის ოდნავ მარილიანიც უნდა იყოს. დილით პირი ხსნარით დაიბანეთ. ანდა შეიძლება საერთოდ უარი თქვათ პირის დაბანაზე. გაიწმინდეთ სახე კოსმეტიკური რძით ( თუ კოსმეტიკური რძე არ გაქვთ, შეგიძლიათ იხმაროთ ჩვეულებრივი რძე ), თხევადი კრემით. მკვებავი კრემის წასმიდან 5 წუთის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ პუდრი.
სიცივეში სახის კანი კარგავს ელასტიურობას, იქერცლება. იმისთვის რომ კანს ელასტიურობა დაუბრუნოთ გაიკეთეთ შემდეგი ნიღაბი:
დაგჭირდებათ:
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ ერთი კვერცხის გული, შეურიეთ 1 ს/კ არაჟანი. მიღებული მასა, დილით პირის დაბანამდე, თხელ ფენად წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ, ზემოდან გადაისვით საპნის კრემი. კიდევ 10 წუთის გასვლის შემდეგ, სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცედურის ეფექტურობა გაცილებით უფრო მაღალი იქნება, თუ დაბანამდე ცხელ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით, კანში შეიზელთ ბორაქსისა და საჭმელი სოდის ნარევს. დაბანვის შემდეგ პირს ნუ შეიმშრალებთ. გადაისვით მკვებავო კრემის თხელი ფენა.
სიცივეში სახის კანი კარგავს ელასტიურობას, იქერცლება. იმისთვის რომ კანს ელასტიურობა დაუბრუნოთ გაიკეთეთ შემდეგი ნიღაბი:
დაგჭირდებათ:
- 1 კვერცხი
- 1 ს/კ არაჟანი