პრობლემური სახის კანი ხალხურმა საშუალებებმა გამილამაზა!
კანი პრობლემურია ჭარბი ფერიმჭამელების, ხშირი დამუწუკებისა და ტალების შემთხვევაში. ასეთ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. პრობლემული კანის მოვლაში ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული საშუალებები დაგვეხმარება:
- 1 ჩაის კოვზი გულყვითელას ნაყენი გახსენით 1 ჭიქა ადიღებულ წყალში. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. ხელს უწყობს ფერისმჭამელების მოშორებას.
- თუ გინდათ სახეზე გამოხატული ლაქები და ჭორფლი დამალოთ და კანს თანაბარი ფერი მისცეთ, დღეში ორჯერ სტაფილოს წვენი უნდა წაისვათ, შეშრობის შემდეგ კი რძეგარეული წყლით ჩამოიბანეთ.
- გახეხეთ სტაფილო სახეხზე, აურიეთ მცირე რაოდენობით ტალკში და დაიდეთ სახეზე. უხდება ფერმკრთალ, ცხიმიან და ფორებიან სახეს.
- ჭორფლიანი სახის გასაწმენდად კარგია 2 ჩაის ჭიქა ვარდის წყალში გარეული 0,5 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი.
- ჭორფლიანი სახე უნდა გაიწმინდოთ შემდეგი სითხით:
0,5 ჩაის ჭიქა რძე, 1 სუფრის კოვზი ნაღები, 1 ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ოდეკოლონი, 1 ჩაის კოვზი დანაყილი თეთრი შაბი. ყველაფერი ერთად ასრისეთ და ჭორფლიანი ადგილები მიღებულ სითხეში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ. - საღამოს სახის გასაწმენდად ეფექტური საშუალებაა ალოეს ფოთლებისგან დამზადებული ლოსიონი.
100 გრ ალოეს ფოთლები 15 დღის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში, შემდეგ გარეცხეთ, დაასხით 150 გრ წყალი და გააჩერეთ 2 საათს. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 5 წუთს, გაწურეთ, გააცივეთ. ამ ლოსიონის საფენები გაიკეთეთ კვირაში 3 - ჯერ 10 წუთის განმავლობაში. პრობლემური სახისთვის ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი.