უებარი სამკურნალო საშუალება, ჩაის ხალხური რეცეპტები

გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ჩაის მიენიჭოს კონკრეტული ხასიათის სამკურნალო თვისება. მაგალითად, გრიპისა და გაციების დროს ჩაის ძირითად შემადგენლობას შეიძლება დაემატოს ვირისტერფა; კუჭ - ნაწლავის დაავადებების დროს - მრავალძარღვა; საჭმლის მონელების მოშლისას - მუხის ქერქი, მოცვის ფოთოლი.

სამკურნალო ჩაის ხალხური რეცეპტები:

წითელი მოცვის - წითელი მოცვის ფოთლები მის აყვავებამდე მოკრიფეთ. ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე ერთი ჩაის კოვზი წითელი მოცვის ფოთოლი აიღეთ, დააყენეთ 15 წთ, გაფილტრეთ, დალიეთ თბილი. ყოველ მიღებაზე ახალი დააყენეთ, შეგიძლიათ შაქრით ოდნავ შეატკბოთ, მაგრამ უკეთესია ნატურალური თაფლით. აქვს შემკვრელი, ანტისეპტიკური და შარდმდენი თვისებები.

ჟოლოს ჩაი - თუ არ გაქვთ ჟოლოს ცოცხალი ნაყოფი, შეგიძლიათ მისი ცოცხალი ფოთლებით დააყენოთ - 1 ს/კ 1 ჭიქა წყალზე, შემდეგ კარგად შეფუთეთ და 15 წუთი დააყენეთ. ასეთი ჩაი კარგია გაციებისას, განსაკუთრებით თუ ნატურალურ თაფლსაც დაამატებთ. ბევრმა არ იცის, რომ ჟოლოს ფოთოლი, განსაკუთრებით ახალგამოტანილი, ქალის საკვერცხეებს ასტიმულირებს. ქალებმა ჟოლოს ჩაი მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილისას აუცილებლად უნდა სვან.

პიტნის - აქვს დამამშვიდებელი თვისება, ხსნის კუჭისა და ნაწლავების, სისხლძარღვების სპაზმს, თანაც ტკივილს აყუჩებს; აუმჯობესებს მადას. ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე ერთი ჩაის კოვზი პიტნა ივარაუდეთ, გააჩერეთ 10 წუთი და დალიეთ გნებავთ ცივი, გნებავთ - ცხელი.

მოცხარი - ძლიერი შარდმდენია. პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ მოცხარის ჩაის ხანგრძლივი ხმარებისას შარდი მღვრიე ხდება, რადგან გამოდის მარილები (შლაკები). ეს ჩაი მანამდე სვით, ვიდრე თქვენი შარდი არ დაიწმინდება.

მოცხარისა და პიტნის ჩაი - აქვს ზემოთ აღწერილი თვისებები, ასევე სპაზმოლიტური და დამამშვიდებელი მოქმედება პიტნის გამო. ერთი სუფრის კოვზი (გადასწორებული) მოცხარი და ერთი ჩაის კოვზი პიტნა ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე. დაასხით მდუღარე, თავი კარგად დაახურეთ და შეფუთეთ 15 წთ.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: