როგორ მოვამზადოთ სწორად სამკურნალო ჩაი ბალახებისგან
ჩაი შეიძლება მოამზადოთ ჩვეულებრივად და დაამატოთ რომელიმე სხვა მცენარე, მაგალითად, პიტნა ან ორიოდე სხვა სამკურნალო ბალახი გემოვნებისთვის ან მკურნალობის მიზნით. ადვილად აღგზნებადი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი სამკურნალო ბალახით მომზადებული ჩაი - დამამშვიდებელი ეფექტი აქვს პიტნას.
გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ჩაის მიენიჭოს კონკრეტული ხასიათის სამკურნალო თვისება. მაგალითად, გრიპისა და გაციების დროს ჩაის ძირითად შემადგენლობას შეიძლება დაემატოს ვირისტერფა; კუჭ - ნაწლავის დაავადებების დროს - მრავალძარღვა; საჭმლის მონელების მოშლისას - მუხის ქერქი, მოცვის ფოთოლი.
მოგეთხოვებათ:
სამკურნალო ჩაის მომზადებისას ზოგიერთი პირობა უნდა დაიცვათ, რათა მიიღოთ გემრიელი, სასარგებლო და არომატული ჩაი:

- ჩაის მოსამზადებლად საჭიროა კარგად გაწმენდილი წყალი - ონკანის წყალი აუცილებლად ერთი დღე - ღამის განმავლობაში მაინც უნდა იყოს დამდგარი, რა თა ქლორი აორთქლდეს.
- წყალი ადუღებისას პირველივე ბუშტუკების გამოჩენამდე უნდა გადმოდგათ.
- ფაიფურის ჩაიდანს აუცილებლად მდუღარე წყალი უნდა გამოავლოთ და გააშროთ.
- ჯანმრთელობისთვის საჭიროა: 2 გრ ჩაი ერთ ჭიქა წყალზე + ბალახების დანამატი;
- ჩაის ნაყენიანი ჩაიდანი პირსახოცით შეფუთეთ და გააჩერეთ არანაკლებ 10 წუთისა (5-10წუთი - დამამშვიდებელი და 3 - 5 წუთი - გამამხნევებელი );
- ნაყენში ჩააგდეთ ერთი ნაჭერი შაქარი არომატის გასაუმჯობესებლად და ერთი ბეწო სოდა ფერის გასაუმჯობესებლად. თუ ჩაისთვის მხოლოდ ბალახებს იყენებთ, სოდა არ დაამატოთ, რამდენადაც ის ანეიტრალებს ვიტამინებსა და ორგანულ მჟავებს.
- არ შეიძლება ჩაის მეორადი ადუღება!
- მოიხმარეთ მხოლოდ ერთხელ დაყენებული ჩაი, მეორედ ნუ დაასხამთ მდუღარეს - ჯანმრთელობისთვის საშიშია.