არომატული და სასარგებლო! მცენარეული ჩაი - ბუნების სამკურნალო სიმდიდრე!

არომატული და სასარგებლო! მცენარეული ჩაი - ბუნების სამკურნალო სიმდიდრე!
შემადგენლობის მიხედვით მცენარეული ჩაის აკეთებენ ვიტამინურს და სამკურნალოს. ნებისმიერი ვიტამინური ჩაის სმა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში რამდენჯერად მოგესურვებათ, ხოლო სამკურნალო ჩაის სმა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული პრობლემები იჩენს თავს და მხოლოდ სპეციალურ მცენარეთმცოდნესთან კონსულტაციის შემდეგ. მცენარეები, რომლებიც ვიტამინურ ჩაის შემადგელობაში შედის თქვენ ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და ენერგიით ავსებს. ასევე გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. ის შეგიპყრობთ არაჩვეულებრივი არომატითა და გემოთი.

  • დილით შეგიძლიათ დალიოთ მატონიზირებელი ვიტამინური ჩაი, ველური მარწყვის, ლემონგრასის, ლავანდის, სამყურა ფოთლებისგან და ა.შ.
  • საღამოს, პირიქით დამამშვიდებელი მცენარეული ჩაი უნდა დალიოთ - მალინის ფოთლების, პიტნის, გვირილის, ალუბლის ფოთლების და ა.შ
  • ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე უკეთესია დაამზადოთ პოლივიტამინური მცენარეული ჩაი მალინის ფოთლებისგან, შავი სმაროდინისგან, მაყვალის, ჭინჭრის, სტაფილოს, ბრაბარისის, ასკილის, აპლიპიხის , გოგოსასგან.
  • ხოლო ზაფხულში საუკეთესოა ჩაი ნედლი ფოთლებისგან და ბალახებისგან - რადგან ეს საუკეთესო დროა ცოცხალი ვიტამინებისთვის.


მცენარეული ვიტამინური ჩაი:
მოცვის ჩაი: 2გ მანანას ფოთლები (კალუნა), 2გ მოცვის ნაყოფი, 10 გ მარწყვის ფოთოლი
გოგოსას ჩაი: 30 გრამი გოგოსას ნაყოფი, 5გ მალინის ნაყოფი, 2 გ სმაროდინის ფოთლები.
მარწყვის ჩაი: 10გ მალინის ფოთლები, 2გ პიტნა, 2გ კორობელა.
ფურისულას ჩაი: 5გ ფურისულას ფოთლები, 5 გრამი კორობელა
თაფლისა და ასკილის ჩაი: 20გ ასკილის ნაყოფი, 15 გ თაფლი, 5გ ლიმონის წვენი.
ვიტამინური: 20გ ასკილის ნაყოფი, 10გ გოგოსა, 5გ ორეგანოს ფოთოლი.
გამაჯანსაღებელი: 3გ მარწყვის ფოთოლი, 3გ მაყვალის ფოთოლი, 3გ შავი სმაროდინის ფოთოლი, 10გ ბეგქონდარა, 10გ კორობელა. 1სუფრის კოვზი ნაზავი მოხარშეთ 200 მილილიტრ წყალში და დააყენეთ 10 წუთი.
გამაჯანსაღებელი №2: 30გ ასკილის ნაყოფი, 20გ ლურჯი მოცვი, 10გ შორთხვის მაყვალი, 30გ ჭინჭრის ფოთლები.1 სუფრის კოვზი ნაზავი მოხარშეთ 200მილილიტრ წყალში 10 წუთი, დააყენეთ 1საათის განმავლობაში. სვით თაფლთან ერთად.
გამაჯანსაღებელი №3: 30გ ასკილის ნაყოფი,10გ მოცვის ფოთოლი, 30გ ჭინჭრის ფოთოლი, თაფლი. 1სუფრის კოვზ ნაზავს დავასხათ 400 მლ ადუღებული წყალი, ვხარშოთ 10 წუთი, დავაყენოთ თერმოსში 2საათით. სვით ცხელ მდგომარეობაში.
მოცვის ჩაი: 2გ მოცვის ნაყოფი, 2გ გვირილის ყვავილი,2გ პიტნა,2გ ჭინჭარი.
ჩაი გაცივებისას: 10გ გვირილის ყვავილი, 10გ ცაცხვის ყვავილი, 10გ შავი ანწლის ნაყოფი, 10გ პიტნა. 1 სუფრის კოვზ ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ 30 წუთი, გაფილტრეთ და სვით ცხელ მდგომარეობაში.
ჩაი გასათბობად: 10გ კოჭა,10გ დარიჩინი, 10გ მიხაკი.1 სუფრის კოვზ ნაზავს დაასხით 200მლ ადუღებული წყალი, ცოთახანს დააყენეთ. კოჭა გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ფლობს ანტისეპტიკურ, ამოსახველებელ, მასტიმულირებელ თვისებებს. ეს ჩაი ძალიან თავისებურია, სწრაფათმოქმედი.
დამამშვიდებელი ჩაი:10გ ბარამბოს ფოთოლი, 10გ ვერონიკას ფურცელი, 30გ მარწყვის ფოთოლი,40გ კუნეტის ნაყოფი. 1სუფრის კოვზ ნაზავს დაასხით 250მლ ადუღებული წყალი, დააყენეთ 5-7 წუთი. სვით თაფლით.
დამამშვიდებელი ჩაი №2: 30გ მარწყვის ფოთოლი, 20გ პიტნის ფოთოლი, 40გ კუნელის ნაყოფი. ნაზავი მზადდება ისევე როგორც წინა რეცეპტი.
დამამშვიდებელი ჩაი №3: 10გ პიტნა,10გ შავბალახა, 10გ ვალერიანის ფესვები, 10გ სვიის ნაყოფი. ნაზავი დააყენეთ ისევე როგორც წინა რეცეპტებში.
გოგოსას ჩაი: 70გ გოგოსას ნაყოფი, 30გ ჭინჭრის ან ასკილის ფოთოლი. 1სუფრის კოვზ ნაზავს დაასხით 400მლ წყალი და ადუღეთ 10 წუთი, დააყენეთ 4საათი და გაფილტრეთ. სვით ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ საჭმელს შორის.
მაყვლის ჩაი: 80გ მაყვლის ფოთოლი, 10გ არყის ფოთოლი, 10გ ვირის ტერფა. მთელ ნაზავს დაასხით ადუღებული წყალი შეფარდებით 1:20, დააყენეთ 15 წუთი. მიირთვით ერთი ჭიქა. საუზმისა და ვახშამის წინ.

სასიამოვნო ჩაის სმას გისურვებთ!