რომელი სამკურნალო საშუალებები უნდა მიიღოთ გულ - სისხლძარღვთა უკმარისობის დროს.

რომელი სამკურნალო საშუალებები უნდა მიიღოთ გულ - სისხლძარღვთა უკმარისობის დროს.
გულ - სისხლძარღვთა უკამრისობით დაავადებულთათვის პირველ რიგში აუცილებელია სიმშვიდე, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციონალური. იმდენად, რამდენადაც გულით ავადმყოფებს ხშირად დარღვეული აქვთ ძილი, არ უნდა დაგვავიწყდეს მკურნალობის დანიშვნის დროს დამამშვიდებელი და საძილე პრეპარატების ჩართვა.

რეცეპტები:
  • როგორც სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებას, სვამენ კამის მცენარისა და თესლის ნაყენს - 2 ჩ/კ ნარევი 300 მლ მდუღარეზე. დააყენეთ 1 სთ - ით, გაწურეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 - ჯერ დღეში.

  • ჭნავის (ცირცელი ) მარცვლები, როგორც წითელი, ასევე შავი, სასრგებლოა გულის ყველა დაავადების დროს. მიიღება ნებისმიერი სახით ( ჩაი, წვენი, ნაყენი, მურაბა, ნახარში და ა.შ. ). ეს კენკრა ასევე აქვეითებს არტერიულ წნევას.

  • ჩვეულებრივი ფიჭვი. ახალგაზრდა, წითელ (მდედრობით ) გირჩებს დავასხათ არაყი (1:10), დავაყენოთ 14 დღე, შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 25 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

  • ბაღის პიტნის ნაყენი ან ნახარში ( 1 ს/კ 300 მლ მდუღარეზე). მივიღოთ 2-2 ს/კ 3 -4 - ჯერ დღეში. პიტნის სპირტიანი ნაყენი (აფთიაქური პრეპარატი ) მივიღოთ 25 წვეთი 3 - ჯერ დღეში.

  • ჩვეულებრივი ძახველი. ვსვათ ნებისმიერი სახით. ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ კენკრა ავურიოთ 1 ს/კ თაფლში, დავამატოთ 1 ჭიქა 2 - 3- ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1 თვეა. წლის განმავლობაში უნდა ჩავიტაროთ 3 -4 კურსი.

  • არნიკა. მის სპირტიან ნაყენს იღებენ 30 წვთ. 3- ჯერ დღეში, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 20 დღეა.

  • ჭინჭრის დედა. ნაყენი: 1 ს/კ ბალახს დაასხით 500 მლ მდუღარე, დააყენეთ 1 სთ. მიიღეთ მესამედი ჭიქა 3 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი