ცნობილი ფრანგი ექიმი: "არ ვისურვებდი ექიმად ყოფნას ეს მცენარე რომ არ არსებობდეს".
გულ - სისხლძარღვთა უკმარისობის მქონე ავადმყოფებისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სიმშვიდე - როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. მათი გამოჯანმრთელების აუცილებელი პირობაა ნორმალური ძილი, ამიტომ სპეციალურ წამლებთან ერთად, მათ უნდა მიიღონ საძილე საშუალებები.
ამ დაავადების დროს ძირითადი სამკურნალო საშუალება ფუტკარა (დიგიტალისი) და მისი პრეპარატებია. ერთი ცნობილი ფრანგი ექიმი წერდა: "არ ვისურვებდი ექიმად ყოფნას დიგიტალისი რომ არ არსებობდეს".
უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს მცენარე მოქმედებს მხოლოდ ავადმყოფ გულზე და თითქმის საერთოდ არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ფუტკარას პრეპარატები აძლიერებენ მიოკარდის შეკუმშვით ფუნქციას, ხოლო სისხლის მიმოქცევის სიჩქარე იზრდება. ეს იწვევს პულსის სიხშირის ნორმალიზებას.
დიგიტალისის ფოთლის სპირტზე ნაყენი, როგორც სამკურნალო საშუალება, იშვიათად გვხვდება: ხსნარში ეს მცენარე ძალიან სწრაფად კარგავს ძალას და მისი დოზირება ძნელია. ამიტომ, ჩვეულებრივ, ფუტკარას ხმელ ფოთლებს ფხნილის სახით იღებენ. განასხვავებენ სრულ დოზას - 0,1 გრ, 3 - ჯერ დღეში და არასრულ დოზას - 0,05 გრ 1 - 3 -ჯერ დღეში.
დიგიტალისის პრეპარატებს შეჩვევა არ ახასიათებთ, მაგრამ დოზის გადაჭარბება ინტოქსიკაციას იწვევს. ამიტომ არ შეიძლება დიგიტალისის დამოუკიდებლად მიღება, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა!

- პერიოდულად მიიღეთ 10 წვეთი იოდის ნაყენი 200 მლ რძეზე, 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი - 15 დღე. კურსი გაიმეორეთ 2 თვის შემდეგ.
- კუნელის ნაყოფის სპირტზე ნაყენი მიიღეთ 2 - 3 -ჯერ დღეში ჩაის ნაცვლად. მიიღეთ კუნელის ყვავილის ნახარში - 10 გრ. 200 მლ მდუღარე წყალზე, მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- კუნელის თხევადი ექსტრაქტი კარგი საშუალებაა გულის ქრონიკული უკმარისობის დროს, რომელსაც მოციმციმე არითმია ახლავს. მიიღეთ 25 წვეთი ექსტრაქტი 3 - 4 - ჯერ დღეში.
- შავბალახას იყენებენ როგორც წყალზე, ასევე, სპირტზე ნაყენის სახით. წყალზე ნაყენი: 1 ს/კ ბალახს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
სპირტზე ნაყენი: 2 ს/კ ბალახს დაასხით 300 მლ 70- გრადუსიანი სპირტი და გააჩერეთ 7 დღის განმავლობაში თბილ ადგილზე. გაწურეთ. მიიღეთ 25 წვეთი 3 - ჯერ დღეში.