ასე დამეხმარა ჩვეულებრივი ხაჭო „დამჭკნარი ყელის“ მოშორებაში. 15 წუთიც საკმარისია

ასე დამეხმარა ჩვეულებრივი ხაჭო „დამჭკნარი ყელის“ მოშორებაში. 15 წუთიც საკმარისია
ქალების უმეტესობა, კანის მოვლისას დეკოლტეს ზონას ყურადღებას არ აქცევენ, არადა, ყელის კანი პირველ რიგში ბერდება.
კანზე ნაოჭების წარმოქმნის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ნიღბები ცხიმიანი ხაჭოს გამოყენებით.



წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე, სანამ ნიღბის გამოყენებას დაიწყებთ. საშუალება მთელ ყელზე უნდა წაისვათ მასაჟის მოძრაობებით და 15-20 წუთი გაიჩეროთ. პროცედურის შემდეგ მოიცილეთ გაფილტრული წყლით.



გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ ნიღაბს ყელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

ხაჭოს, კიტრისა და არაჟნის ნიღაბი




გახეხეთ 1 საშუალო კიტრი, დაამატეთ თითო ს.კ. ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი, კარგად მოურიეთ. შეგიძლიათ ნიღაბი გამოიყენოთ.

ოხრახუშისა და ხაჭოს ნიღაბი



დააბლენდერეთ 1 კონა ოხრახუში, დაამატეთ 2 ს.კ. ცხიმიანი ხაჭო, კარგად მოურიეთ და წაისვით ყელის კანზე. ამ საშუალებას მათეთრებელი ეფექტიც აქვს.

ხაჭოსა და თაფლის ნიღაბი




შეურიეთ 1 ს.კ. ცხიმიანი ხაჭო, 1 ს.კ. ოდნავ შემთბარი თაფლი, 0,5 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი А ვიტამინი. წაისვით სუფთა კანზე.

ხილისა და ხაჭოს ნიღაბი




დააბლენდერეთ 50 გრ ბანანი და იმავე რაოდენობის კივი, დაამატეთ 1 ს.კ. ცხიმიანი ხაჭო, კარგად მოურიეთ და წაისვით დეკოლტეს ზონაზე.

ხაჭოსა და კვერცხის გულის ნიღაბი




შეურიეთ 1 ს.კ. ხაჭო, 1 კვერცხის გული და 1 ჩ.კ. თხელი თაფლი, კარგად მოურიეთ და წაისვით სუფთა კანზე.