ნიღაბი ყელის კანის გადასაჭიმად: 5 ინგრედიენტი, 20 წუთი და შესანიშნავი შედეგი
უამრავი გოგონა, როდესაც სახეზე ნიღაბს ისვამს, ივიწყებს ყელის კანზე და დეკოლტეს ზონაზე. ეს შეცდომა ძვირად დაგიჯდებათ მომავალში. სამყაროში მუდმივი არაფერია, ამიტომ ასაკის მატებასთან შეამჩნევთ, რომ ყელის კანი დაჭკნა, გაგიჩნდათ პიგმენტური ლაქები და ნაოჭები. არსებობს გამოცდილი საშუალება, რომელიც ყელს უწინდებურ სილამაზეს დაუბრუნებს. კურკუმას საფუძველზე დამზადებული სკრაბ-ნიღაბი კანს ეფექტურად გააახალგაზრდავებს!
ინგრედიენტები:
მომზადების წესი
ყელის კანის ნიღბის გამოყენება შესაძლებელია კვირაში 2-3-ჯერ, შედეგი კი მართლაც შთამბეჭდავია...
ინგრედიენტები:
- 2 ჩ.კ. კურკუმას ფქვილი
- ¾ ჭიქა შაქარი
- 3-4 წვეთი ლავანდის ან ჩაის ხის ეთერზეთი
- ერთი მწიკვი ვანილი
- კეფირი
მომზადების წესი
- მოურიეთ ყველა ინგრედიენტი
- წაისვით პასტა ყელის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით
- ჩამოიბანეთ ნიღაბი წრიული მოძრაობებით
- სუფთა კანზე წაისვით კეფირი! ეს გახლავთ აუცილებელი პუნქტი: კანი კურკუმას ზემოქმედების გამო შესაძლოა შეიღებოს. კეფირი კანს გაათეთრებს და დაატენიანებს
ყელის კანის ნიღბის გამოყენება შესაძლებელია კვირაში 2-3-ჯერ, შედეგი კი მართლაც შთამბეჭდავია...