ვისაც სიცხეში ღუმელის ჩართვა არ სურს: ტორტი 15 წუთში, ცხობის გარეშე!

ზაფხულში ღუმელის ჩართვა - ნამდვილი ტანჯვაა. მაგრამ თუ ტკბილეული მოგინდათ, არის მარტივი ვარიანტიც - ტორტი ცხობის გარეშე.
ასეთი ტორტი ზომიერად ტკბილი და ძალიან გემრიელი გამოდის!

ინგრედიენტები:


  • 600 გრ ორცხობილა („პეჩენია“)
  • 200 მლ რძე
  • 150 გრ შაქარი
  • 2 ცალი ბანანი
  • 500 გრ ხაჭო
  • 100 გრ კარაქი
  • 50 გრ არაჟანი
  • 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი


მომზადება:
  1. მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ხაჭო, რბილი კარაქი, შაქარი და არაჟანი.
  2. დაჭერით ბანანი რგოლებად.
  3. ჩაალბეთ ორცხობილა რძეში და დააწვეთ ერთ ფენად ფორმის ფსკერზე. წაუსვით კრემი და დააწყვეთ ბანანი.
  4. კრემის ბოლო ფენას მოაყარეთ ორცხობილისა და კაკაოს ნაფხვენი ან გახეხილი შოკოლადი.
  5. 2 საათით მოათავსეთ მაცივარში.


მიირთვით ჩაისთან, ყავასთან ან ლიმონათთან.