ტორტი ცხობის გარეშე ლაიმის არომატით

ტორტი ცხობის გარეშე ლაიმის არომატით
Facepaparazzi - ი სადღესასწაულო სუფრისთვის უგემრიელესი ლაიმის ტორტის მომზადების რეცეპტს გიზიარებთ.

საჭირო მასალა:
  • ორცხობილა- 200გ
  • არაჟანი- 500მგ
  • კარაქი- 100გ
  • ხაჭო- 150გ
  • შაქარი- 120გ
  • ჟელატინი- 10გ
  • ვანილი- 10გ
  • ლაიმი ან ლიმონი- 1 ცალი
  • კივის ჟელე-1 შეკვრა
  • პიტნა- 1 კონა


მომზადების წესი:

1. ორცხობილა დააბლენდერეთ.
2. კარაქი წინასწარ შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე
3. კარაქი და ორცხობილა მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ. შემდეგ კი აიღეთ ტორტის 22სმ დიამეტრის მქონე ფორმა, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ მიღებული მასა. შედგით მაცივარში და დაიწყეთ კრემის კეთება.
4. ჟელატინს დაასხით 100მგ წყალი და 10 წუთით გააჩერეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ. არავითარ შემთვევაში არ აადუღოთ. შემდეგ კი გააცივეთ.
5. ხაჭო გაატარეთ საცერში. დაუმატეთ შაქარი, არაჟანი და ვანილი. დააწურეთ ¼ ლაიმის წვენი. დანარჩენი ლაიმი კი შეინახეთ გასაფორმებლად. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება
6. ჟელატინი ღრმა ჯამში ათქვიფეთ არაჟანი და დაუმატეთ გახსნილი ჟელატინი. მიღებული კრემი დაუმატეთ ბისკვიტს და კვლავ შედგით მაცივარში.
7. აიღეთ კივის ჟელატინი და ინსტრუქციის მიხედვით გახსენით.შემდეგ კი ტორტს ზედა ფენად წაუსვით. შემდეგ კი ისევ მაცივარში შედგით
8. სუფრაზე მიტანამდე ტორტი ამოიღეთ ფორმიდან და მორთეთ პიტნის ფოთლებით ან ლაიმის ნაჭრებით

გემრიელად მიირთვით!