როგორ გამოვაცხოთ ტორტი ისე, რომ არ დავხარჯოთ მასზე მთელი დღე. შეინახე მხსნელი რეცეპტი!
„თხუნელას სორო“ - მარტივი ტორტია, რომლის მოსამზადებლადაც გჭირდებათ ერთი ფუმფულა ბისკვიტი, რამდენიმე ბანანი და ჰაეროვანი კრემი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კარაქი 200 გ
- კვერცხი 4 ცალი
- ფქვილი 300 გ
- ბანანი 3 ცალი
- შავი შოკოლადი 100 გ
- შაქარი 250 გ
- გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ
- კაკაო 70 გ
- ნაღები 400 მლ
- ვანილინი 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
- ჯამში მოათავსეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და 60 გ კაკაო. აურიეთ ჯერ კოვზით, შემდეგ მიქსერით.
- ჩაასხით ცომი კარაქწასმულ მრგვალ ფორმაში და მოათავსეთ 180 გრადუსზე 50-60 წუთი. ბისკვიტის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
- ამოაცალეთ ბისკვიტს კოვზით გული, დაუტოვეთ კიდეები. გულში მოათვსეთ ბანანის ნაჭრები.
- შოკოლადი გახეხეთ. ათქვიფეთ ნაღები, დაუმატეთ გახეხილი შოკოლადი და ვანილი. კვლავ ათქვიფეთ.
- მოათავსეთ კრემი ბისკვიტის გულში ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი, გულიდან ამოჭრილი ბისკვიტი. ბოლოს მოაყარეთ დარჩენილი კაკაო.
გემრიელად მიირთვით!