ჩისქეიქი ცხობის გარეშე
FPAPARAZZI-ი გირჩევთ გააოცოთ სტუმრები ამ გემრიელი დესერტით.
საჭირო მასალა:
პ
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
პ
- 500 გ კენკრა (შეიძლება ბანანიც)
- 100 გ ორცხობილა
- 2 ს.კ კარაქი
- 350 გ ხაჭო
- ½ ჭიქა არაჟანი
- 100 გ შაქარი
- 1 ჭიქა (250გ) ათქვეფილი ნაღები
- პიტნის ფოთლები
მომზადების წესი:
- ორცხობილა საბრტყელებლით დააქუცმაცეთ
- 1 კოვზი შაქარი და 2 ს.კ გამდნარი კარაქი აურიეთ დაფხვნილ ორცხობილაში.
- ერთმანეთში აურიეთ ხაჭო, არაჟანი და შაქარი.
- ცალკე ჯამში ათქვიფეთ ნაღები და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოსა და არაჟნის ნაზავს.
- ჭიქების ან სასურველი ფორმების ძირში მოათავსეთ დაფხვნილი ორცხობილა, შემდეგ კრემი და ხილი.
- ზემოდან ჩისქეიქი მორთეთ პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით.