რადიკულიტისაგან გიხსნით ღანძილის ნაყენი

რადიკულიტისაგან გიხსნით ღანძილის ნაყენი
რადიკულიტი გვხვდება ერთნაირი სიხშირით როგორც ახალგაზრდა ადამიანებში, ასევე ხანდაზმულ პირებში. დაავადება იწყება უეცრად, წყლის მიდამოში მკვეთრი ტკივილის სახით. ყველაზე ხშირად ეს ტკივილი წარმოიშობა სიმძიმის აწევის ან ერთდროულად წინ დახრისა და გვერდზე მიბრუნების დროს. " წელკავის" დროს მკვეთრი ტკივილის წარმოშობასთან ერთად ავადმყოფის ზურგი ღებულობს იძულებით მოხრილ მდგომარეობას. ავადმყოფს არ შეუძლია არ მოხრა, არც გაშლა და გაყინულია იმ პოზაში, რომელშიც იძულებულია იყოს ტკივილის გამო.
წელკავი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მაგრამ სწორი მკურნალობით იგი უკვალოდ გაივლის. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ხასიათის ცვლილებები მალთაშუა სახსრებში, მალთაშუა დისკებში, იოგებში, ნერვულ ბოჭკოებში.

რადიკულიტისაგან გიხსნით ღანძილის ნაყენი რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

მომზადების და გამოყენების წესი:
სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ ღანძილი, შეამჭიდროვეთ და დაასხით სპირტი. შეგიძლიათ სპირტი არაყით შეცვალოთ. დადგით ქილა ბნელ ადგილზე ერთი თვით. შემდეგ გაწურეთ და გადაასხით ბოთლებში. წამალი მზად არის! შეინახეთ მაცივარში. ამ ხსნარით დაიზილეთ მტკივნეული ადგილი, შეიფუთნეთ და ჩაწექით საწოლში. მეორე დღეს დილით ადგებით თუ არა, თავს "ჩიტივით" იგრძნობთ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური