გავა - წელის მწვავე რადიკულიტის სამკურნალო საშუალებები
ეს დაავადება გვხვდება ერთნაირი სიხშირით როგორც ახალგაზრდა ადამიანებში, ასევე ხანდაზმულ პირებში. დაავადება იწყება უეცრად, წელის მიდამოში მკვეთრი ტკივილის სახით. ყველაზე ხშირად ეს ტკივილი წარმოიშობა სიმძიმის აწევის ან ერთდროულად მკვეთრად წინ დახრისა და გვერდზე მიბრუნების დროს. "წელკავის" დროს მკვეთრი ტკივილის წარმოშობასთან ერთად ავადმყოფის ზურგი ღებულობს იძულებით მოხრილ მდგომარეობას.
გავ ა - წელის რადიკულიტის მკურნალობის დროს გამოიყენება თბილი პროცედურები ( მაგალითად, უმს და სხვა ) მსუბუქი მასაჟი, დაზელვები. ზოგჯერ დაჭიმვისა და ხერხემლის გასწვრივ დაწოლის კომბინაციები, მინერალური თერაპია აიძულებს დაავდებას გაქრეს ისევე სწრაფად, როგორც გაჩნდა ან იმისათვის, რომ მთლიანად მოიხსნას ტკივილი, შეიძლება ხელზე ჩამოკიდებული ხერხემალი მარჯვნივ და მარცხნივ ფრთხილად მოვაბრუნოთ.
სამკურნალო მცენარეული საშუალებებიდან გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედების მქონე მცენარეები.
გარეგანი ხმარების საშუალებები:

- შავი ბოლოკი გაასუფთავეთ კანისგან, გახეხეთ სახეხზე და გადაიტანეთ ხელსახოცზე ან 3 სმ - მდე სისქის სელის ნაჭერზე. დააფინეთ მტკივან ადგილზე, ზემოდან დააფარეთ გასანთლული ქაღალდი და პოლიეთილენი და შეახვიეთ. კომპრესი გააჩერეთ მანამ, სანამ ავადმყოფი მოითმენს. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ, ხუთი დღის განმავლობაში.
ასეთი სახით გამოყენებული, გახეხილი შავი ბოლოკი ძალიან ეფექტურია ქრონიკული რადიკულიტის, მიოზიტების, რევმატიზმების დროს. - გახეხილი პირშუშხა შეიძლება გამოვიყენოთ ისეთივე სახით, როგორც ბოლოკი.
- აიღეთ ერთი ვედრო წითელი თიხა, დაუმატეთ წყალი, გააცხელეთ და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მისი ტემპერატურა უნდა იყოს 40 - 45 გრადუსი. შემდეგ მიღებულ მასას დაუმატეთ ერთი ჭიქა ნავთი ( ერთ ვედროზე ) და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. გააკეთეთ თიხისგან ფირფიტა, დაადეთ მტკივან ადგილზე და დააფარეთ თბილი საბანი. გააჩერეთ იგი სხეულზე გაცივებამდე. პროცედურა ჩაატარეთ დღეში 2 - 3- ჯერ . დღის განმავლობაში შეიძლება გამოყენოთ ერთი ფირფიტა.
- წიწაკის პლასტირი დაიდეთ მტკივან ადგილზე და გაიჩერეთ იგი დღე - ღამის განმავლობაში.
- შავი ჩინური პლასტირი დაიკარით მტკივან ადგილზე და არ მოიხსნათ 3 - 4 დღის განმავლობაში.
- თივის ზვინის ძირიდან შეკრიბეთ თივის წვრილი ნარჩენები (ბზე ), შეახვიეთ ტილოს ტომარაში ან დოლბანდში და თავდახურულ ჭურჭელში წამოხარშეთ. ძალიან ცხელი ( არ დაუშვათ დამწვრობა! ) დაადეთ მტკივან ადგილზე 3 - 4 - ჯერ ერთი საათის განმავლობაში. მწვავე ტკივილი თანდათან ჩაცხრება.