როგორ გავრეცხოთ ნივთები ისე, რომ დიდ ხანს გვემსახურონ. 5 მოქმედი ხრიკი

თეთრეულის სიქათქათის შენარჩუნება - ოსტატობისა და მზრუნველი დიასახლისობის მაჩვენებელია. მამაკაცის პერანგები, ლოგინის თეთრეული, ბავშვის მაისურები, პირსახოცები - ყველაფერი ეს საგულდაგულო მოვლასა და სწორ გარეცხვას საჭიროებს.



fpaparazzi გთავაზობთ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ თეთრი ნივთების სწორად მოვლაში.

თეთრი ნივთების გარცხვის 5 საიდუმლო

ჩამჯდარი ლაქების გამოყვანა



თეთრი ნივთებიდან ლაქების ამოყვანა რთულია, მაგრამ შესაძლებელი: შეურიეთ 3 ლიმონის წვენი, 80 გრ სარეცხის ფხვნილი, 1 ს.კ. მარილი, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ჩაალბეთ ამ ხსნარში ნივთები. 1 საათში შეგიძლიათ გაავლოთ.

ქათქათა საყელოები



ტანსაცმლის ამ პრობლემური ადგილების გასარეცხად, წაუსვით სოდა, შემდეგ მოუსვით გაჭრილი ლიმონი. 15 წუთში გაავლეთ თბილ წყალში.

ლოგინის თეთრეული




მოამზადეთ შემდეგი საშუალება: 2 ლიმონის წვენი გახსენით 1 ლიტრ წყალში. ჩაალბეთ თეთრეული 40 წუთით. შემდეგ მოათავსეთ სარეცხის მანქანაში.

დელიკატური ნივთები



50 მლ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, 50 მლ წყალბადის პერიქსიდი და 2 ლიტრი წყალი შეურიეთ. ჩაალბეთ ტანსაცმელი 30 წუთით, შემდეგ გაავლეთ თბილ წყალში.

ნუ გაათეთრებთ




ნიშადურის სპირტსა და წყალბადის პეროქსიდს შეუძლია გარეცხოს ნივთები, რომლის ეტიკეტზეც აწერია „ნუ გაათეთრებთ“. როგორც წესი, 10 ლიტრ წყალზე 5 ს.კ. ნშადურის სპირტია საჭირო. შემდეგ სარეცხის ფხვნილს ემატება1 ს.კ. სოდა და 1 ჭიქა წყალი სარეცხის მანქანაში. უნდა გარეცხოთ 60 გრადუსზე.

რედაქციის რჩევები

თეთრი ტანსაცმლის ტარება გარეცხვამდე 3-ჯერ შეიძლება, განსაკუტრებით მაისურებისა და პერანგების.



უთოს კვალს იოლად მოაშორებთ: დაასველეთ გაყვითლებული ადგილი წყლით, შემდეგ ქლორის ხსნარით (1 ჩ.კ. ქლორი + 1 ჭ. წყალი)



მათეთრებელი გონივრულად დაამატეთ. მათეთრებლის კომპონენტები აზიანებს ძაფის სტრუქტურას, ამიტომ ნივთები დიდ ხანს ინარჩუნებს სითეთრეს. მაგრამ თუკი უკვე გაყვითლდა ან ნაცრისფერი ელფერი დაჰკრავს, საჭიროა სპეციალური საშუალებების გამოყენება.



ჩართეთ „გავლების“ რეჟიმი თეთრი ნივთების გარეცხვამდე, რათა გაწმინდოთ დოლურა ფერადი ნაწილაკებისგან.

шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

დღის ყველაზე კითხვადი

კარგად მახსოვს, ბავშვობაში დედა სურდოს კალანჰოეს მწვანე ფერის წვენით მკურნალობა. ეს მცენარე - არა..

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: