5 სრულყოფილი მეთოდი დელიკატური ნივთების გასათეთრებლად. შედეგი გაგაოცებთ!
როგორ დავუბრუნოთ თეთრეულს პირვანდელი ბზინვარება? დღევანდელ სტატიაში აღწერილი თითოეული მეთოდი ძალზედ ეფექტურია ყველაზე თხელი, დელიკატური და ნაზი ქსოვილებიდან უსიამოვნო ლაქების ამოსაყვანად და მათთვის პირვანდელი სიქათქათის დასაბრუნებლად.
მეთოდნი №1
გათეთრება ლიმონის წვენით
ლიმონის წვენი ძალზედ ეფექტური საშუალებაა ცხიმისა და ოფლის ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ პროდუქტის დახმარებით თქვენ მინიმალურ დროში და მინიმალური ძალისხმევით შეძლებთ თეთრეულისთვის პირვანდელი სიქათქათის დაბრუნებას.
თქვენ დაგჭირდებათ:
გამოყენება:
მეთოდი №2
თეთრეულის გათეთრება მარილით.
თქვენ დაგჭირდებათ:
ინსტრუქცია:
მეთოდნი №3
თეთრეულის გათეთრება თეთრი ძმრით.
თქვენ დაგჭირდებათ:
ინსტრუქცია:
მეთოდნი №4
თეთრეულის გათეთრება ბორის მჟავით.
ბორის მჟავა მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ აფთიაქში ან სპეციალურ მაღაზიებში მებაღეებისთვის.
თქვენ დაგჭირდებათ:
ინსტრუქცია:
მეთოდნი №5
თეთრეულის გათეთრება ლიმონისა და ფორთოხლის ცედრით.
არომათერაპია და გათეთრება ერთდროულად!
თქვენ დაგჭირდებათ:
გამოყენება:
მიმართეთ ამ 5 მეთოდიდან თქვენთვის სასურველს და მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ! არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან.
მეთოდნი №1
გათეთრება ლიმონის წვენით
ლიმონის წვენი ძალზედ ეფექტური საშუალებაა ცხიმისა და ოფლის ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ პროდუქტის დახმარებით თქვენ მინიმალურ დროში და მინიმალური ძალისხმევით შეძლებთ თეთრეულისთვის პირვანდელი სიქათქათის დაბრუნებას.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 250 მლ ლიმონის წვენი (ახლადგამოწურული);
- 2 ლიტრი წყალი.
გამოყენება:
- აადუღეთ წყალი და ჩაამატეთ მასში ლიმონის წვენი.
- ლიმონის წყალხსნარი გააგრილეთ იმ ტემპერატურამდე, რომელიც შესაბამისია დელიკატური ქსობილების გასარეცხად. ჩაალბეთ ამ ხსნარში ტანსაცმელი 2 საათით.
- 2 საათის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ტანსაცმელი ხსნარიდან. პრობლემური ზონები კიდევ ერთხელ დაამუშავეთ ლიმონის წვენით და გარეცხეთ ის სარეცხ მანქანაში ჩვეულებისამებრ.
მეთოდი №2
თეთრეულის გათეთრება მარილით.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ს.კ მარილი;
- ნახევარი ლიმონის წვენი.
ინსტრუქცია:
- შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით მარილი და ლიმონის წვენი. თქვენ მიიღებთ პასტისებრ მასას.
- მიღებული საშუალებით დაამუშავეთ თეთრი ქსოვილის დალაქავებული ზედაპირი.
- მოითმინეთ 30 წუთით და შემდეგ გარეცხეთ ის ჩვეულებისამებრ.
მეთოდნი №3
თეთრეულის გათეთრება თეთრი ძმრით.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 250 მლ თეთრი ძმარი;
- 2 ლიტრი ცხელი წყალი.
ინსტრუქცია:
- გახსენით მოცემული რაოდენობით თეთრი ძმარი ცხელ წყალში. მოათავსეთ თეთრეული მიღებულ ხსნარში და დატოვეთ 8 საათით.
- 8 საათის გასვლის შემდეგ ამოიღეთ თეთრეული ხსნარიდან და გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
მეთოდნი №4
თეთრეულის გათეთრება ბორის მჟავით.
ბორის მჟავა მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ აფთიაქში ან სპეციალურ მაღაზიებში მებაღეებისთვის.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 50 გრამი ბორის მჟავა (ფხვნილი);
- 3 ლიტრი წყალი.
ინსტრუქცია:
- გახსენით 50 გრამი ბორის მჟავა მოცემული რაოდენობით წყალში. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ თეთრი ნივთები და დატოვეთ 3 საათით.
- ამ დროის გასვლის შემდეგ გარეცხეთ თეთრეული სარეცხ მანქანაში.
მეთოდნი №5
თეთრეულის გათეთრება ლიმონისა და ფორთოხლის ცედრით.
არომათერაპია და გათეთრება ერთდროულად!
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 ლიმონის, 5 ფორთოხლისა და 5 მანდარინის ცედრა;
- 2 ლიტრი წყალი;
- 2 ს.კ წყალბადის ზეჟანგი.
გამოყენება:
- მოათავსეთ სამივე ციტრუსის ცედრა წყალში და აადუღეთ ის. მიღებული ნარევი გაფილტრეთ.
- გაფილტრულ სითხეში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი.
- მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ თეთრეული 2 საათით და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.
მიმართეთ ამ 5 მეთოდიდან თქვენთვის სასურველს და მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ! არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან.