უზადო სიქათქათის 5 საიდუმლო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მრეცხავისგან

უზადო სიქათქათის 5 საიდუმლო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მრეცხავისგან
სასტუმროებში მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად ტონობით სარეცხს რეცხავენ, რათა სტუმრები გაახარონ და ასიამოვნონ. ლაქების ამოყვანა კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ლონდონის სასტუმრო ჰილტონის სამრეცხაოს მენეჯერმა კარგად იცის, თუ როგორ მოაცილოს ლაქები და თეთრეული ქათქათა გახადოს. ჩვენს დღევანდელ მასალაში იგი 5 ძირითად საიდუმლოს გვიზიარებს, თუ როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მაშ ასე...

როგორ შევუნარჩუნოთ სიქათქათე თეთრი ფერის თეთრეულს

უზადო სიქათქათის 5 საიდუმლო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მრეცხავისგან

ძველი და ნაცადი გამოხარშვა! ”აიღეთ 3 ს.კ. დაფხვნილი სარეცხის საპონი და 3 ს.კ. სოდა. მოათავსეთ თეთრეული ქვაბში, ჩაასხით ცივი წყალი, დაამატეთ სოდა და საპონი და წამოადუღეთ. დუღილი 30 წუთს უნდა გაგრძელდეს, დროდადრო მოურიეთ. გამოხარშვის შემდეგ გააცივეთ და გაავლეთ სარეცხ მანქანაში.”

როგორ მოვაცილოთ ლაქები ხელსახოცებსა და მაგიდის გადასაფარებლებს

”მთავარი საიდუმლო - მოაყარეთ ჯერ კიდევ ახალ ლაქას შაქრის შემცვლელი ფხვნილი. ეს გახლავთ საუკეთესო საშუალება ლაქების მოსაცილებლად”.

როგორ მოვაცილოთ ტომატის წვენის ან სოუსის ლაქა

”ტომატი განსაკუთრებით რთული გამოსაყვანია. გამოიყენეთ პრეპარატი WD-40: დაასხით ლაქაზე და გააჩერეთ 10-15 წუთით. ამის შემდეგ გარეცხეთ ხელსახოცები ან მაგიდის გადასაფარებელი ცივ საპნიან წყალში”.

როგორ მოვაცილოთ მაკიაჟის კვალი პირსახოცებს



ძალიან მარტივად. შეურიეთ ქლორის მათეთრებელი და მადეზინფიცირებელი საშუალება წყალში და ჩაალბეთ მასში პირსახოცები რამდენიმე წუთით. შემდეგ ჩვეულებისამებრ გაავლეთ”.

როგორ ავირიდოთ სარეცხი საშუალებების ლაქები თეთრეულზე

უბრალოდ, დაამატეთ 1 ჭიქა თეთრი ძმარი რეცხვისას, კონდიციონერის ნაცვლად.