4 მარტივი ხერხი, რათა თქვენი დელიკატური სამოსი კვლავ იდეალურად ქათქათა გახდეს

4 მარტივი ხერხი, რათა თქვენი დელიკატური სამოსი კვლავ იდეალურად ქათქათა გახდეს
როგორი დასანანია, როდესაც ქათქათა თეთრეული უსიამოვნო მოყვითალო ან მონაცფრისფრო ფერს იღებს, არადა, გადაგდებითაც ვერ გადააგდებ - დიდი თანხა გაქვს გადახდილი.

ჩვენმა რედაქციამ აღმოაჩინა 4 ეფექტური და მარტივი ხერხი, როგორ დავუბრუნოთ საყვარელ ნივთებს უწინდებური სიქათქათე.

გათეთრება ლიმონის წვენით

ლიმონის წვენი განაახლებს სითეთრეს და გაუმკლავდება ოფლისა და ცხიმის ლაქებს.

საჭირო მასალა:
  • 250 მლ ლიმონის წვენი
  • 2 ლიტრი წყალი

გამოყენება:

  1. აადუღეთ წყალი და დაუმატეთ ლიმონის წვენი
  2. გააცივეთ ხსნარი, შემდეგ ჩაალბეთ მასში თეთრეული 2 საათით.
  3. შემდეგ დაამუშავეთ პრობლემური ადგილები კვლავ ლიმონის წვენით და გარეცხეთ ჩვეულებრივად სარეცხ მანქანაში.

გათეთრება მარილით

მარილი შესანიშნავად ათეთრებს პერანგის მანჟეტებს და საყელოებს.

საჭირო მასალა

  • 1 ს.კ. მარილი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

გამოყენება:

  1. შეურიეთ ლიმონის წვენი და მარილი.
  2. წაუსვით მიღებული მასა პრობლემურ ადგილებზე.
  3. გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.

გათეთრება თეთრი ძმრით

ძმარი არამხოლოდ ათეთრებს, არამედ ქსოვილის დეზინფექციასაც ახდენს, აცილებს უსიამოვნო სუნს.

საჭირო მასალა:

  • 250 მლ თეთრი ძმარი
  • 2 ლიტრი ცხელი წყალი

გამოყენება:

  1. გახსენით ძმარი ცხელ წყალში და ჩაალბეთ ტანსაცმელი 8 საათის განმავლობაში.
  2. გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.

გათეთრება ფორთოხლის ან ლიმონის ცედრით

ის შემთხვევა, როცა გათეთრებასა და არომათერაპიას შეუთავსებთ. ციტრუსის მათრობელა სურნელი თავბრუს დაგახვევთ.

საჭირო მასალა:

  • 5 ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
  • 2 ლიტრი წყალი
  • 2 ს.კ. წყალბადის პეროქსიდი

გამოყენება:

  1. მოათავსეთ ცედრა წყალში და მოხარშეთ.
  2. გააცივეთ ხსნარი, დაწურეთ და დაამატეთ წყალბადის პეროქსიდი.
  3. ჩაალბეთ ნივთები 2 საათით, შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!