პროცედურები, რომლებიც აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე ეგზემის დროს

ეგზემა - ნერვულ - ალერგიული ხასიათის კანის ქრონიკული დაავადებაა, ვითარდება ისეთ ადამიანებში რომელთა ორგანიზმი გამოირჩევა მომატებული მგრძნობელობით ამა თუ იმ გამაღიზიანებელზე. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა გარეგანმა თუ შინაგანმა ფაქტორმა. ეს შეიძლება იყოს: შინაგანი ორგანოების დაავადება, ქიმიური და ფიზიკური გამღიზიანებლის ზემოქმედება, სამკურნალო პრეპარატები და სხვა.

რეცეპტები:
  • ეგზემის დროს კარგია გატარებული კომბოსტოს ფოთლები, კვერცხის ცილასთან შერეული, ედება ნახველის სახით 1 - 2 - ჯერ დღეში.

  • სველი ეგზემის დროს კომბოსტოს ფოთლები მოხარშეთ რძეში, შეურიეთ ქატო. გამოიყენება ცხელი საფენის სახით 1 - 2- ჯერ დღეში.

  • დაფქული ლობიო დააყარეთ დაზიანებულ ადგილას, ეგზემის და წითელი ქარის დროს ხშირად ამ პროცედურას მივყავართ სასურველ შედეგამდე.

  • ნედლი კარტოფილის ფირფიტები იძლევა კარგ შედეგს.

  • ფუფხის მოსაშორებლად იყენებენ მალამოს: აიღეთ ვერბენა, ოშოშა, სამფერა ია თანაბარი რაოდენობით, 20 გრამზე დაასხით 100 მლ მცენარეული ზეთი, დააყენეთ 14 დღე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გაწურეთ და წაუსვით ფუფხზე.

  • ეგზემის დროს შუშის ქილაში ჩადეთ ახალი კვერცხი დაასხით 50 მლ ძმრის ესენცია, დააფარეთ ხუფი. დადგით დღეღამე ბნელ, გრილ ადგილას.შემდეგ დაამატეთ 1 ს/კ უმარილო ღორის ქონი, ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ და დააყენეთ 9 დღე ბნელ ადგილას, პერიოდულად მოურიეთ ამ ნარევის შეზელა შეიძლება 1 - 2 -ჯერ დღეში დაზიანებულ ადგილას რომელიც წინასწარ კარგად უნდა ჩამოიბანოს და გამშრალდეს.

  • ბუშტუკოვანი ეგზემის დროს რეკომენდებულია აბაზანის მიღება საღამოთი: აიღეთ თანაბარი რაოდენობით ტირიფის ქერქი და არყის ხის კვირტები. 2 მუჭა ნედლეულს დაასხით 5 ლ წყალი ადუღეთ 15 - 20 წთ, აბაზანა კეთდება საღამოს.