ფიჭვის ფისი საუკეთესო ეფექტს იძლევა ეგზემის სამკურნალოდ
ეგზემა - ნერვულ-ალერგიული ხასიათის კანის ქრონიკული დაავადებაა ვითარდება ისეთ ადამიანებში რომელთა ორგანიზმი გამოირჩევა მომატებული მგრძნობელობით ამა თუ იმ გამღიზიანებელზე.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და ლიკვიდაცია. გამომწვევი არის მრავალფეროვანი და შესაბამისად მკურნალობა და სამკურნალო პრეპარატები არ არის ერთგვაროვანი, რომელიც ყველას ერთნაირად მოუხდება. მკურნალობა როგორც წესი მიმდინარეობს ორი მიმართულებით: ადგილობრივი, რომელიც მოიცავს კანის მკურნალობას და ზოგადად მთელი ორგანიზმის მკურნალობა: შინაგანი ორგანოების გაჯანსაღება, ნერვული და ენდოკრინული მკურნალობა, კვების რეჟიმის გამოსოწორება ჰიგიენური პირობების დაცვა.
ხალხური რეცეპტები:

- ხელებზე ლოკალიზებული ეგზემის დროს საჭიროა ყოველდღე 15 - 20 წუთის განმავლობაში ხელი მოვათავსოთ სოდიან (1 ჩ/კ 1 ლ წყალზე) აბაზანაში, შემდეგ გადაივლეთ ხელზე შემთბარი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი, არ ჩამოიბანოთ ისე შეიმშრალეთ გააჩერეთ 30 წთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.
- 2 ს/კ ძირმწარას ბალახი 1 ჭ წყალზე, ადუღეთ 10 წთ, რეკომენდებულია ამ ნახარშის კომპრესები. კარგი იქნება ძირმწარას დამატება მცენარეულ ნაკრებში რომლებიც განკუთვნილია ქავილით მიმდინარე დაავადებებისთვის (ეგზემა ჭინჭრის ციება და სხვა).
- ბავშვებში სველი ეგზემის შემთხვევაში: კაკალი ნაჭუჭიანი მოათავსეთ ჰაერღუმელში, მანამ არ მიიღებს მუქ ყავისფერს. გააცივეთ, კარგად დანაყეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ თევზის ქონი და 1 - 2 -ჯერ წაუსვით დაზიანებულ ადგილას.
- არყის ხის კვირტების ნახარშისგან აკეთებენ კომპრესებს, 1 ჭ კვირტი 1 ჭ მდუღარე ადუღეთ 15 - 20 წთ გააცივეთ, კომპრესი უნდა გაჩერდეს ღამის განმავლობაში.
- ეგზემის სხვადასხვა სახეობის დროს მიმართავენ ფარსმანდუკის ძლიერი ნაყენით დაორთქლებას 20 - 30 წუთის განმავლობაში, ნაყენი მიიღება დასალევადაც 2 ს/კ ფარსმანდუკის ყვავილი აადუღეთ 1 ჭ წყალთან ერთად, დააყენეთ 40 წთ, გაწურეთ. მიიღება 2 ს/კ ნაყენი 3 -ჯერ დღეში.
- ფიჭვის ფისი იძლევა კარგ შედეგს. გამოიყენება წასასმელად. ასევე მზადდება ნახარში ფიჭვის წიწვებისგან რომელსაც იყენებენ აბაზანისთვის სავლებად.
- 15 გრ კაკლის ფოთოლს დაასხით 100 მლ მცენარეული ზეთი, დააყენეთ 7 დღე, შემდეგ ადუღეთ წყლის აბაზანაში 3 სთ, გაწურეთ ორჯერადად მარლაში და ისევ ადუღეთ 30 წთ, თან უმატეთ ცვილი, კარგად შეურიეთ. გამოიყენება წასასმელად.
- ეგზემის, ფუფხის მოსაშორებლად კარგი ეფექტი აქვს ვარდკაჭაჭას ნაყენს (დესერტის კოვზ დაფქულ ძირებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ ). სვამენ 1 ს/კ 3 -ჯერ დღეში. ნახარში გამოიყენება ჩამოსაბანადაც და საფენის დასასველებლად რომლის საშუალებადაც ფუფხი უნდა მოცილდეს კანს.