ეგზემის სამკურნალო ეფექტური მცენარეული საშუალებები

ეგზემის სამკურნალო ეფექტური მცენარეული საშუალებები
ეგზემა - ნერვულ - ალერგიული ხასიათის კანის ქრონიკული დაავადებაა. ვითარდება ისეთ ადამიანებში რომელთა ორგანიზმი გამოირჩევა მომატებული მგრძნობელობით ამა თუ იმ გამღიზიანებელზე. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა გარეგანმა და შინაგანმა ფაქტორმა.
ქრონიკული ეგზემა - როგორც წესი გრძელდება მრავალი თვე ან წელი, დაავადებას აქვს მორეციდივე მიმდინარეობა, გამწვავების შემთხვევაში კანის ცვლილება ისეთივეა როგორც მწვავე ეგზემის დროს. ერთ - ერთ მწვავე სიმპტომს მიეკუთვნება ქავილი რომელიც მუდმივად არღვევს ძილს და ავადმყოფს უკარგავს მოსვენებას. ეგზემას ლოკალიზაციასთან დაკავშირებით გააჩნია რამდენიმე თავისებურება. თავზე კანი ძლიერ სველდება, წარმოიქმნება ქერქი. თმა ეწებება ერთმანეთს, დამახასიათებელია უსიამოვნო სუნი, სარძევე ჯირკვალზე ეგზემა ქმნის მრავლობით ბუშტუკს რომლებიც ერწყმიან ერთმანეთს და ქმნიან დაზიანების ფართო კერას. იმის გამო რომ სველი ზედაპირი არის საუკეთესო ნიადაგი მიკრობების განვითარებისთვის, ეგზემას ხშირად თან ერთვის მეორადი ინფექცია. ეს გართულება მიმდინარეობს ფურუნკულოზის, ლიმფადენიტის, წითელი ქარის და ა.შ. სახით.

მკურნალობა:
  • ხელებზე ლოკალიზებული ეგზემის დროს საჭიროა ყოველდღე 15 - 20 წუთის განმავლობაში ხელი მოვათავსოთ სოდიან ( 1 ჩ/კ 1 ლ წყალზე) აბაზანაში, შემდეგ გადაივლეთ ხელზე შემთბარი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი, არ ჩამოიბანოთ ისე შეიმშრალეთ, გააჩერეთ 30 წთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.

  • 2 ს/კ ძირმწარას ბალახი 1 ჭ წყალზე, ადუღეთ 10 წთ. რეკომენდებულია ამ ნახარშის კომპრესები. კარგი იქნება ძირმწარას დამატება მცენარეულ ნაკრებში რომლებიც განკუთვნილია ქავილით მიმდინარე დაავადებებისათვის ( ეგზემა ჭინჭრის ციება, და სხვა ).

  • ბავშვებში სველი ეგზემის შემთხვევაში: კაკალი ნაჭუჭიანი მოათავსეთ ჰაერღუმელში, მანამ არ მიიღებს მუქ ყავისფერს. გააცივეთ, კარგად დანაყეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ თევზის ქონი და 1 - 2- ჯერ წაუსვით დაზიანებულ ადგილას.

  • არყის ხის კვირტების ნახარშისგან აკეთებენ კომპრესებს, 1 ჭ კვირტი 1 ჭ მდუღარე ადუღეთ 15 - 20 წთ გააცივეთ, კომპრესი უნდა გაჩერდეს ღამის განმავლობაში.

  • ეგზემის სხვადასხვა სახეობის დროს მიმართავენ ფარსმანდუკის ძლიერი ნაყენით დაორთქლებას 20 - 30 წუთის განმავლობაში, ნაყენი მიიღება დასალევადაც 2 ს/კ ფარსმანდუკის ყვავილი აადუღეთ 1 ჭ წყალთან ერთად, დააყენეთ 40 წთ, გაწურეთ. მიიღება 2 ს/კ ნაყენი 3 - ჯერ დღეში.

  • ფიჭვის ფისი იძლევა კარგ შედეგს. გამოიყენება წასასმელად. ასევე მზადდება ნახარში ფიჭვის წიწვებისგან, რომელსაც იყენებენ აბაზანისათვის სავლებად.

  • 15 გრ კაკლის ფოთოლს დაასხით 100მლ მცენარეული ზეთი, დააყენეთ 7 დღე, შემდეგ ადუღეთ წყლის აბაზანაში 3 სთ, გაწურეთ ორჯერადად მარლაში და ისევ ადუღეთ 30 წთ, თან უმატეთ ცვილი, კარგად შეურიეთ. გამოიყენება წასასმელად.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი