როგორ მოვამზადოთ მოლდოვური დესერტი- ნამცხვარი ყველა შემთხვევისთვის

როგორ მოვამზადოთ მოლდოვური დესერტი- ნამცხვარი ყველა შემთხვევისთვის
ეს ნამცხვარი მოლდოვური სამზარეულოს შედევრია. იქ ამ დესერტით ხშირად უმასპინძლდებიან ქორწილებსა და დაბადების დღეებზე მოწვეულ სტუმრებს
გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც დარწმუნებული ვართ არაერთხელ გააოცებთ სტუმრებს.
საჭირო მასალა:
  • კვერცხი- 10 ცალი
  • მცენარეული ზეთი- 200 მგ
  • რძე- 500 მგ
  • სოდა- 1ს.კ
  • ორცხობილა- 2ს.კ
  • შაქარი- 300გ
  • კეფირი- 250მგ
  • წყალი- 25 მგ
  • კარაქი- 30, გ
  • ფქვილი- 2ჭიქა

მომზადების წესი:
  1. ჯამში ჩყარეთ ფქვილი და სოდა. დაუმატეთ შაქარი. ჩაასხით მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ.

  2. მიღებულ მასას პორციებად დაუმატეთ კედირი, შემდეგ კი რძე. ათქვიფეთ ყველაფერი სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  3. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ ცომს. შემდეგ კი ჩაასხით არაყი. ცომი ბლინების ცომის კონსისტენციის უნდა გამოვიდეს.
  4. მიღებული მასა გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში, რომლის ძირზეც დაფქვილი ორცხობილა მოაყარეთ.

  5. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და აცხვეთ 1საათისა და 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუწიეთ ღუმელის სიმძლავრეს 100 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 1,5 საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.