კლასიკური ღვეზელი ალუბლით
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 300 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ფქვილი- ½ ჭიქა
- 500გ ალუბალი
- გამაფხვიერებელი- ½
- 5 კვერცხი
- შაქარი- 150 გ
- 30 მგ არაყი
- 200მგ 20%-იანი ნაღები
- დარბილებული კარაქი
- რძე ½ ჭიქა
მომზადების წესი:
- ალუბალი გარეცხეთ, გააშრეთ და მოაშორეთ კურკები.
- შაქარი და ნაღები ჩაყარეთ ჯამში.
- 3 კვერცხის ცილა და გული ცალ-ცალკე ჭურჭელში გადაანაწილეთ. ცილა შედგით მაცივარში.
- გულები მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ 2 მთლიანი კვერცხი, ნაღები და შაქარი და კარგად აურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქივილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი.
- როდესაც ცომი ერთგვაროვანი გახდება, დაუმატეთ არაყი და რძე.
- დარჩენილი ცილა ათქვიფეთ და დაუმატეთ ცომს.
- 24სმ-ის დიამეტრის ფორმას წაუსვით ცხიმი, დაასხით ცომის ნაწილი, შემდეგ მოათავსეთ ალუბლები და ზემოდან კვლავ ცომი დაასხით.
- ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსამდე და აცხვეთ ღვეზელი 45- 50 წუთის განმავლობაში.