ნამცხვარი ყაყაჩოს თესლით- ნამდვილი ნეტარება ერთი გრამი ფქვილის გარეშე

ნამცხვარი ყაყაჩოს თესლით- ნამდვილი ნეტარება ერთი გრამი ფქვილის გარეშე
ეს დესერტი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც უყვარს ყაყაჩოს თესლით მომზადებული ნამცხვრები. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, ნამცხვის უპირატესობა ისიცაა, რომ მასში გრამი ფქვილი არ ურევია. მისი მომზადება ძალიან მარტივია, ასე რომ მიჰყევით ინსტრუქციას.

საჭირო მასალა:

  • ყაყაჩოს თესლი- 240გ
  • შაქარი- 80გ
  • 4კვერცხის ცილა
  • დარიჩინი- 0,5 ჩ.კ
  • ლიმონის ცედრა- 20გ
  • შაქრის პუდრა- 110 გ
  • კვერცხი 6 ცალი
  • მიხაკი- 1ჩ.კ
  • გამაფხვიერებელი- 1ჩ.კ
  • მცენარეული ზეთი- 2ს.კ


მომზადების წესი:

  1. დიდ ჯამში ჩაყარეთ ყაყაჩოს თესლი, შაქრის პუდრა, დარიჩინი, მიხაკი, გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ ერთმანეთში
  2. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის ცედრა, კვერცხი და კარაქი. კარგად ათქვიფეთ.
  3. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეთ თქვეფა, რაც მასა მთლიანად გათეთრდება.
  4. მასა ჩაასხით ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაში.
  5. აცხვეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40- 45 წუთის განმავლობაში
  6. თავზე მოაყარეთ გახეხილი ლიმონის ცედრა.

გემრიელად მიირთვით.