ცხოვრება ორქიდეების გვერდით: ყვავილები, რომლებსაც წყენა და მადლიერების გამოხატვაც შეუძლიათ!

ამ ქალს ნატალია იაკოვლევა ჰქვია. დღეს ის ნიჭიერი ლანდშაფტური დიზაინერია, ასევე, ბაღების გაფორმებისა და ოთახის მცენარეების გაყიდვის მცირე საწარმოს მფლობელი.



ყვავილების მოშენების იდეით ქალი მაშინ აენთო, როდესაც მას პირველი ორქიდეა აჩუქეს. ქმარმა მას 8 მარტს უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა. რატომ უჩვეულო?



საქმე იმაშია, რომ შორეულ 2007 წელს ურალკსში მასოვრივად არავის ჩაჰქონდა მსგავსი ეგზოტიკური ყვავილები. უჩვეულო ყვავილი ქალმა უნივერმაღში დაინახა და შეუყვარდა.



მას მერე ნატალია, როგორც კი საშუალება მოეცემოდა, ყიდულობდა ახალი სახეობის ორქიდეებს.



ინტერნეტშეკვეთებისა და სხვა ქალაქებში ვიზიტების შედეგად, მას დღეს 90-მდე სახეობის ორქიდეა აქვს.


როგორ მოვუაროთ ორქიდეას შინაურ პირობებში




მეყვავილის თქმით, ყველაზე უპრეტენზიო ყვავილი მოვლაში გახლავთ ფალენოფსისი. მას არ სჭირდება ხშირი მორწყვა, 10 დღეში ერთხელ საკმარისია.



ნატალია ამბობს, რომ ყოველ ყვავილს შეუძლია მფლობელის ენერგეტიკა იგრძნოს: ”მათ შეუძლიათ წყენა, ჭირვეულობა და მადლიერების გამოხატვაც”.



ამ ყვავილების მოშენება ძალიან რთულია. თანაც, პირველი ყვავილებით ორქიდეა 3-4 წლის შემდეგ გახარებს.



აყვავილებული მცენარე სწორი მოვლის შედეგად 3-4 თვე ძლებს. ზოგიერთი სახეობა კი გაუჩერებლად ყვავის 3 წლის განმავლობაში.



ნატალიას ორქიდეებისთვის ცალკე ორანჟერეა აქვს, რომელსაც მოფერებით ”ზამთრის ბაღს” უწოდებს. აქ გარდა ორქიდეებისა, პალმები და სხვა ეგზოტიკური მცენარეებიც ხარობს.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: