თუ თქვენ შარდში სისხლი აღმოგაჩნდათ , სამკურნალოდ ამ ხალხურ საშუალებებს მიმართეთ

თუ თქვენ შარდში სისხლი აღმოგაჩნდათ , სამკურნალოდ ამ ხალხურ საშუალებებს მიმართეთ
ჰემატურია - ესაა შარდში სისხლის არსებობა. თირკმლის დაავადებების დროს, სწორი დიაგნოზის დასასმელად, ყოველთვის ზუსტად უნდა ვიცოდეთ შარდში საიდან გაჩნდა სისხლი. შარდი შეიძლება შეიცავდეს სისხლის სხვადასხვა რაოდენობას - მიკროსკოპულიდან თვალით შესამჩნევამდე.
თუ სისხლი გამოიყოფა ურეთრის მიდამოში, მაშინ ის გამოდის შარდის პირველ პორციასთან ერთად. თუ სისხლი შარდის უკანასკნელ პორციაშია, შეიძლება ვთქვათ, რომ იგი გამოიყოფა შარდის ბუშტში. თუ ჰემატურიის მიზეზი თირკმლებია, მაშინ სისხლი განაწილებულია შარდში თანაბრად და ასევე გამოიყოფა. იმისათვის, რომ გავიგოთ შარდგამომყოფი სისტემის რომელიმე განყოფილებიდან მოდის სისხლი, საკმარისია ავიღოთ შარდის სამი პორცია, სამ ჭიქაში. თუ სისხლი აღმოჩნდება პირველ ჭიქაში - მიზეზი ურეთრაშია, თუ სისხლი ბოლო ჭიქაშია - დაზიანებულია შარდის ბუშტი და თუ სამივე ჭიქაშია, - თირკმლები.

სამკურნალო რეცეპტები:
  • ჰემატურიის სამკურნალოდ გამოიყენება ჩვეულებრივი კოწახურის ქერქი ან ძირი: დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე 1 ს/კ ქერქიან ძირს, ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 20 წთ, დავაყენოთ 30 წთ, გავწუროთ. ვსვათ 3 - 3 ს/კ 2 - 3 - ჯერ დღეში.

  • ავიღოთ 20 გრ გამხმარი, დაქუცმაცებული მაყვლის ძირები, დავასხათ 0,5 ლ წითელი ღვინო და ვხარშოთ, სანამ ნახევარზე არ დავა. ვსვათ ჰემატურიის დროს, ჭამამდე, 2 -2 ს/კ 3 - ჯერ დღეში.

  • სისხლიანი შარდის, თირკმელ - კენჭოვანი დაავადების, საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის ქრონიკული ანთებების, შარდის შეკავების, უნებლიე შარდვის, ღამით შარდის შეუკავებლობის დროს: შევურიოთ 1:1 მოცულობით დათვის კენკრას ფოთლების ფხვნილი და შაქრის პუდრა. მივიღოთ თითო ჩ/კ ყოველ 4 საათში, მივაყოლოთ წყალი.

სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი