შარდის ფერი - თქვენი ჯანმრთელობის ინდიკატორი

შარდის ფერი - თქვენი ჯანმრთელობის ინდიკატორი
ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ შარდს ჩვენი სხეულის შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ინდიკატორი და მისი ფერი, სუნი ან სიხშირე გვეხმარება გავარკვიოთ, რომ ჩვენ ჯანმრთელობას რაღაც პრობლემა აქვს. 

შარდი შედგება 95% წყლისა და 5% შარდოვანას, კალიუმის, კრეატინინსი და სხვა კომპონენტებისგან, რომლებიც შარდისა და საჭმლის მომნელებელი სისტემასთან დაკავშირებულ ქიმიური პროცესების გვერდით პროდუქტებს წარმოადგენს. 

ურობილინი - ნარჩენი პროდუქტი, რომელიც წითელი სისხლის უჯრედის დაშლის შედეგად წარმოიქმნება, შარდის მოყვითალო ფერის მიზეზი. 

უფერო შარდი

სუფთა შარდი გადაჭარბებულად ჰიდრატირებულ სხეულზე მიუთითებს - ეს შეიძლება ელექტროლიტების გახსნისა და ორგანიზმში ქიმიური დისბალანსის ნიშანი იყოს. 


ღია ყვითელი ფერი

თუ თქვენი შარდის ფერი ღია ყვითელია ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სხეული სათანადოდ დატენიანებულია. ეს ფერი შარდის ყველაზე ჯანმრთელ, ნორმალურ ფერად არის მიჩნეული. 


კაშკაშა ყვითელი ფერი

ეს გაუწყლოების მთავარი ნიშანია. თუ ასეთი ფერი შენიშნეთ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება წყლის მოხმარება გაზარდოთ. 


მუქი ყვითელი ფერი

ეს გაუწყლოების უფრო სერიოზული დონის ნიშანია. ასევე B ვიტამინის მაღალი შემცველობის ნიშანი შეიძლება იყოს. გირჩევთ ბევრი სითხე მიიღოთ, მაგ.ც წყალი ან ჩაი.


ნარინჯისფერი

თუ თქვენი შარდის ფერი ნარინჯისფერია, ეს თქვენს სხეულში ბილირუბინის მაღალ შემცველობას მიუთითებს. ასევე შეიძლება საშარდე გზების დაავადების შედეგი იყოს ან ნაღვლის ბუშტის სადინრების გაუვალობის ნიშანი. 


ვარდისფერი

შარდმა ეს ფერი ჭარხლის ჭარბი მოხმარების დროს შეიძლება მიიღოს. ამასთან შეიძლება სერიოზული პრობლემის მაჩვენებელი იყო, იმის რომ შეიძლება შარდს სისხლი მოჰყვებოდეს. ამიტომ თუ ეს ფერი შენიშნეთ უროლოგს დაუყონებლივ ეწვიეთ.