მრავალმა, ეპილეფსიით დაავადებულმა შეიძლება თავი დააღწიოს მას, თუ ამ საშუალებებს მიმართავს დასახმარებლად!

მრავალმა, ეპილეფსიით დაავადებულმა შეიძლება თავი  დააღწიოს მას, თუ ამ საშუალებებს  მიმართავს დასახმარებლად!
ეპილეფსია - "ავიზნე". დაავადების მიზეზები აქამდე აღმოჩენილი არაა. ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ მიზეზს თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქში ორგანული ცვლილებები წარმოადგენს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ ფორმაა ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებისა, ზოგი უპირატესობას ანიჭებს მემკვიდრულ და გენურ დარღვევებს. ეპილეფსიური გულყრა ხშირად უეცრად და რაიმე ხილული მიზეზის გარეშე წარმოიშობა.

დახმარება, რჩევები, რეცეპტები:
  • მრავალმა, ეპილეფსიით დაავადებულმა, შეიძლება თავი დააღწიოს მას, თუ მთლიანად გადავა სამარხვო საკვებზე.

  • მკურნალობისათვის იყენებენ სრულ შიმშილს 1 - 2 დღის განმავლობაში, ყოველი 2 კვირის შემდეგ.

  • როდესაც იწყება შეტევა, ავადმყოფს მარცხენა ხელი დაადებინეთ იატაკზე და ნეკი მიაჭირეთ იატაკს, შეტევა ჩქარა გაივლის.

  • დამატებითი საშუალება კრუნჩხვების დროს ( კერძოდ, ეპილეფიის დროს ): 2 ს/კ დაქუცმაცებულ შავბალახას ( ყვავილოვან ნაწილს ) დაასხით 200 მლ ცივი, ანადუღარი წყალი, დააყენეთ 8 სთ, მიიღეთ დღის განმავლობაში. ან 2 ს/კ დაქუცმაცებულ შავბალახას ( ყვავილოვან ნაწილს ) დაასხით 500 მლ მდუღარე, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. ასვით 50 - 50 მლ 4 - ჯერ დღეში, ჭამის წინ.

  • იორდასალამის 1 ს/კ დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 30 წთ. მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, მიიღეთ თითო ს.კ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3- ჯერ დღეში. ნაყენის მოსამზადებლად შეიძლება გამოიყენოთ იორდასალამის ძირი და ბალახი თანაბარი რაოდენობით.

  • ერთი ს/კ მსხალიჭას გამხმარ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 2 ს/თ, გაწურეთ. მიიღეთ 2 - 2 ს/კ 2 - ჯერ დღეში.

  • ასფურცელას 10 ყვავილედს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს.კ სამჯერ დღეში.

  • მამულას გამხმარი, დაქუცმაცებული ბალახის ერთ ჩ/კ დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. ასვით 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში ან მამულას დაქუცმაცებული ძირების ერთ ს/კ დაასხით 2 ჭიქა ბურახი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი, გაწურეთ. მიეცით ნახევარ - ნახევარი ჭიქა დილით და შუადღეს, ძილის წინ კი - 1 ჭიქა.

სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი