ეპილეფსიის შეტევების პროფილაქტიკის სამკურნალო საშუალებები

ეპილეფსიის შეტევების  პროფილაქტიკის სამკურნალო საშუალებები
ეპილეფსია ( ბნედა, ავი ზნე ) - თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვლინდება შეტევითი ხასიათის კრუნჩხვებით და ზოგჯერ ცნობიერების მოშლით.
ეპილეფსიის დიდი გულყრა ხშირად იწყება გულისგამგმირავი უჩვეულო კივილით ან კვნესით. მთელ სხეულს მოიცავს მძლავრი შეკუმშვითი კრუნჩხები - ხელები და ფეხები ჩათრეულია.
ეპილეფსიის მცირე გულყრები ცნობიერების მოკლევადიანი დაკარგვით შემოირფარგლება. მცირე გულყრის შემდეგ ცნობიერება სწრაფად აღსდგება, ძილი იშვიათად ხდება.
თანამედროვე მედიცინას გააჩნია საშუალებანი, რომელთაც შეუძლიათ გულყრების სიხშირის შემცირება და მათი მთლანად შეწყვეტა. მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს; მისი ძირითადი პირობაა - უწყვეტობა. მკურნალობის უეცარი შეწყვეტა იწვევს დაავადების გამწვავებას.
წარმატებით მკურნალობისთვის ავადმყოფს უნდა შეუმცირედეს მარილისა და სითხის მიღება, სავსებით უნდა შეიკავოს ალკოჰოლისგან; თავი უნდა აარიდოს მზეზე გადახურებას, მხედველობით, ხმამაღალ სმენით გამღიზიანებლებს ( კადრების სწრაფ გაელვებას, ტრანსპორტის სარკმლიდან დანახულ პეიზაჟს, მუსიკას- გულყრის გამოწვევა შეუძლია ).
გულყრის შეწყვეტის შემდეგ, თუ ეს დაემართება ქუჩაში, ავადმყოფი ტრანსპორტით სახლში ან სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანოთ.
ამ დაავადების სირთულე გვაიძულებს, გამოვიჩინოთ სიფრთხილე ნ თვითმკურნალობის რეკომენდაციების მიმართ: ეს დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში და მხოლოდ ექიმის ჩარევის შეუძლებლობის გარეშე.

ეპილეფსიის შეტევების პროფილაქტიკის სამკურნალო საშუალებები

ადონისი სამკურნალო ( ყვითელი ცხვირისატეხელა ). ბალახის 6 გრ დაახით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ და გაწურეთ. სვით თითო ს/კ 3-4 ჯერ დღეში.

კატაბალახა.
  • 1 ს/კ დაქუცმაცებული ფესვებს დაასხით 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი; დააყენეთ 6-8 სთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ- ით. ბავშვებს ასვით თითო ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში.
  • კატაბალახას სპირტიანი ნაყენი მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში; ბავშვებს მიეცით იმდენი წვეთი რა ასაკისაც არიან.

უკუჩვენება: კატაბალახას სამკურნალო მოქმედება უაღრესად ინდივიდუალურია. არიან ავადმყოფები რომლებიც მას ვერ იტანენ.
შესვენების გარეშე 1,5-2 თვეზე მეტი კატაბალახას მიღება არ შეიძლება, ვინაიდან მოსალოდნელია გაგიჩნდეთ დისკომფორტის შეგრძნება, თავის ტკივილი, მოუსვენრობა.

თავშავა. დაასხით 10 გრ ბალახს 300 მლ ანადუღარი წყალი. ადუღეთ 15 წთ, გაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წთ-ით ადრე.

შროშანი მაისის.
  • აიღეთ 15 გრ ყვავილობა 200 მლ ადუღებულ წყალზე, მოამზადეთ ნახარში. მიიღეთ ორ-ორი ჩ/კ-ით 3-ჯერ დღეში.
  • ყვავილების ნაყენი: 15 გრ ყვავილებზე 100 მლ სპირტი. მიიღეთ ორ-ორი ჩ/კ 3-ჯერ დღეში.

შავბალახა.
  • 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ნედლეულს ( მიწისზედა აყვავებულ ნაწილს ) დაასხით 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 8 სთ. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.

  • 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 2 სთ. სვით ღვინის ჭიქით დღეში 4-ჯერ ჭამის წინ.


რჩევა
ეპილეფსიით გატანჯულებს რეკომენდაცია ეძლევათ იკვებონ უპირატესად უმი ვეგეტარიანული საკვებით და ძალიან ხშირად იშიმშილონ. მე-9-10 დღეზე რეკომენდებულია 3 დღე სრული შიმშილობა.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური