ინსულტის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებენ მდგომარეობას.
ინსულტი - ეს უეცრად განვითარებული ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, იგი ყველაზე ხშირად წარმოიშობა ჰიპერტონული დაავადებისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის ფონზე, ასევე ანევრიზმებისა და თავის ტვინის სისხლძარღვების სხვა ანომალიების დროს.
ჰემორაგიული ინსულტი ყველაზე ხშირად ვითარდება სისხლძარღვთა კედლის გამავლობის მომაგტების შედეგად. აქ მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვთა კედლის ვაზომეტრულ დარღვევებს, რასაც ხელს უწყობს სისხლის წნევის მკვეთრი მომატება და დაკლება. სისხლჩაქცევის უბანში წარმოიშობა წითელი დარბილების კერა და ბოლო სტადიაში -კისტა და ტვინის ქსოვილების ნაწიბუროვანი ცვლილებები.
მკურნალობის ხალხური მეთოდი:
ჰემორაგიული ინსულტი ყველაზე ხშირად ვითარდება სისხლძარღვთა კედლის გამავლობის მომაგტების შედეგად. აქ მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვთა კედლის ვაზომეტრულ დარღვევებს, რასაც ხელს უწყობს სისხლის წნევის მკვეთრი მომატება და დაკლება. სისხლჩაქცევის უბანში წარმოიშობა წითელი დარბილების კერა და ბოლო სტადიაში -კისტა და ტვინის ქსოვილების ნაწიბუროვანი ცვლილებები.
მკურნალობის ხალხური მეთოდი:
- 1 ს/კ დაქუცმაცებულ ქრისტესისხლა დავაყენოთ 1 ჭიქა მდუღარეზე 15 წთ, გავწუროთ. მივიღოთ ორ - ორი ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 -3 კვირაა.
- გავაცილოთ კანი ნახევარ ლიმონს, დავაქუცმაცოთ, დავასხათ 1 ჭიქა წიწვის ნაყენი ( 1 ს/კ წიწვებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ და გავწუროთ ) და მივიღოთ უზმოზე, ჭამამდე 1 სთ ადრე ან ჭამიდან 1 სთ - ის შემდეგ, 2 -3 თვის განმავლობაში.
- ინსულტგადატანილ ავადმყოფებზე კარგად მოქმედებს სალბის ნაყენის შიგნით მიღება ( 1 ს/კ 1 ჭიქა მდუღარეზე - დავაყენოთ 1 სთ ). შერწყმული სალბის საერთო აბაზანებთან (300 გრ სალბი 10 ლ წყალზე ). აბაზანაში თავიდან ასხამენ ცივ წყალს, შემდეგ ცეცხლს, შემდეგ კი ამატებენ სალბის ნახარშს.
- კარგად მოქმედებს ავადმყოფებზე წიწვოვანი აბაზანები.
- ავადმყოფებს ყოველდღე აძლევენ დილით და საღამოს საშუალო ზომის ერთ კბილ ნიორს და 1 ჩ/კ თაფლს.
- ინსულტგადატანილ ავადმყოფებს ყოველდღე საუზმეზე აძლევენ მარცვლოვანთა ღივის აღმონაცენს.
- ავურიოთ ას - ასი გრამი გვირილის, კრაზანას, კვლიავის (ქიმანის ) ყვავილები და არყის ხის კვირტები. ნარევის 1 ს/კ დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, კიდევ დავუმატოთ 300 გრ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე. ვსვათ თბილ - თბილი 1 ჩ/კ თაფლთან, თითო ჭიქა დილით, ჭამამდე 20 წთ - ით ადრე და საღამოს 21 სთ - ზე. წამლის მიღების შემდეგ არაფერი არც ვჭამოთ და არც დავლიოთ. ვსვათ ყოველდღე, სანამ ნარევი არ დამთავრდება. გავიმეოროთ მკურნალობა 6 თვისა და 1 წლის შემდეგ.