ოთახის ყვავილი სპატიფილუმი - ქალის ბედნიერება! მოვლა და გამრავლება.

ოთახის ყვავილი სპატიფილუმი - ქალის ბედნიერება! მოვლა და გამრავლება.
ლეგენდის თანახმად - ჩვეულებრივი ყვავილი სპატიფილუმს შეუძლია ყველა ქალს, მათ ცხოვრებაში უმთავრესი რამ აჩუქოს - შესაძლებლობა იყოს რჩეული. ამ ლეგენდის თანახმად, როდესაც სპატიფილუმი ყვავილობს, ნებისმიერი ყვავილის ქალი-დიასახლისი აღწევს ჰარმონიასა და ბედნიერებას. თუ ის მარტოსულია - იპოვის თავის მეორე ნახევარს, თუ გათხოვილია - სრულ ურთიერთგაგებას მიაღწევს ქმართან და ბავშვებთან, თუ შვილები არ ჰყავს - დედა გახდება.


თუნდაც თქვენ არ გჯეროდეთ ნიშნებისა და ქალაქური ლეგენდების, ამ ყვავილისადმი გულგრილად დარჩენა მისი ყვავილობისას შეუძლებელია. ეს მცენარე, მისთვის შერქმეულ სახელს "ქალის ბედნიერება" ნამდვილად ამართლებს.

თუმცა, იმისთვის რომ ამ ყვავილმა ბედნიერება მოგიტანოთ, ის აუცილებლად უნდა იყოს ნაჩუქარი. ამიტომ თუკი თქვენ იცით, რომ ვინმეს ოჯახში უთანხმოება აქვს ან ვინმე თქვენი ნაცნობებიდან მარტოსულია - თამამად აჩუქეთ სპატიფილუმი. ხოლო მათ ვისაც ეს ყვავილი უკვე აქვთ - ურიგო არ იქნება გაიგონ თუ რა ყვავილია ეს, ან როგორ უნდა მოუარონ მას.

ყველაზე ხშირად ბინებში ზრდიან უოლისის სპატიფილუმს - ამ გვარში ერთ-ერთ ყველაზე მარტივად მოსავლელი ჯიშია. მცენარემ თავისი სახელწოდება "პლატიფილუმი" ყვავილის ფორმიდან გამომდინარე შეიძინა, რომელიც ღეროსაგან და გადასაფარებლისგან შედგება. ლათინურიდან თარგმანში "სპატა"- ნიშნავს გადასაფარებელს, ხოლო "ფილუმი"- ფოთოლს


მოვლა და შენახვა
უზრუნველყავით ამ ტროპიკების ბინადარი მცენარისთვის სითბო და ტენიანი პირობები.
ოთახის ტემპერატურა წლის ნებისმიერ დროს არ უნდა იყოს 15-18 გრადუსზე დაბალი და 25 გრადუსზე მეტი. სახლის პირობებში ასეთი კლიმატის შექმნა ნაზი ტროპიკული ლამაზმანისთვის რთული არ იქნება. ერთადერთი რამ რაც სირთულეს წარმოადგენს არის, ყვავილის ორპირი ქარისგან მორიდება და მაღალი ატმოსფერული ტენიანობის შექმნა ოთახში. უკანასკნელ პირობას სხვადასხვა ხერხებით ასრულებენ: ხშირი დაშრურებებით, სპატიფილუმის ტერარიუმში მოთავსებით, მცენარის ქოთნის წყლიან ან ხავსიან ადგილზე მოთავსებით.


წლის ცხელ პერიოდში ყვავილს რაც შეიძლება ხშირად უნდა დაასხუროთ წყალი. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ფოთლები 4-5 ჯერ დანამოთ დღეში - ეს შესანიშნავი იქნება! შეგიძლიათ დიდი ფოთლები ღრუბლით ან სველი ტილოთიც გადაწმინდოთ. დასხურებისთვის ან გადაწმენდისთვის უმჯობესია გამოიყენოთ დამდგარი ან წყაროს წყალი, რადგან კირი რომელიც წყალსადენ მილებში გვხვდება, შესაძლოა ყვავილის დაღუპვის მიზეზი გახდეს.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ყვავილი აუცილებლად გაგახარებთ თავისი ყვავილობით. ამას კი სწორი მორწყვით და საკმარისი განათებით შეგიძლიათ მიაღწიოთ. ყვავილი 3-4 დღეში ერთხელ უნდა მორწყათ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მიწა ქოთანში მუდმივად ტენიანი იქნება. მორწყვის უკმარისობის გამო მცენარე შესაძლოა ჩამოჭკნეს, შემდეგ კი საბოლოოდ გახმეს.

ტროპიკული ტყეების ამ ბინადარისთვის მზის პირდაპირი სხივები ძალიან მავნებელია. სპატიფილუმს უყვარს ჩრდილში ყოფნა ზაფხულის ცხელ დღეებში, ხოლო ზამთარში სასარგებლო იქნება 12 საათამდე დღის სინათლეზე ამყოფოთ. ამ პირობის შესასრულებლად შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური, ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი ნათურა.

გადარგვა და გამრავლება
არ დაგავიწყდეთ დროულად გადარგოთ თქვენი "ქალური ბედნიერება", რადგან ამ მცენარეს დიდი ქოთნები უყვარს. სპატიფილუმისთვის ახალი სახლის შესაძენად შეარჩიეთ განიერი და დაბალი ქოთნები, რომელიც რამოდენიმე სანტიმეტრით უნდა აღემატებოდეს წინანდელ ქოთანს. მცენარე ადრეულ გაზაფხულზე გადარგეთ. ამავე დროს არის შესაძლებელი მისი გამრავლებაც, სასურველია ეს პროცესი ბუჩქის გაყოფით შესრულდეს. ნიადაგი შეარჩიეთ უნივერსალური ან მიწის სპეციალური ნაზავი ნიუკასებრნისთვის. ასეთ მიწაში ეს ყვავილი თავს ყველაზე უკეთ იგრძნობს.