როგორ გავამრავლოთ ჰაერის გამწმენდი ულამაზესი მცენარე სპატიფილუმი?

როგორ გავამრავლოთ ჰაერის გამწმენდი ულამაზესი მცენარე სპატიფილუმი?
ოთახის მცენარე სპატიფილუმი ფლორისტებს შორის დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. მასში გაერთიანებულია სილამაზე და ჰაერის გამწმენდი თვისება. სპატიფილუმი უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც ადვილად მრავლდება და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ზრდასრული ნიმუშიდან ადვილად მიიღებთ გასამრავლებელ საშუალებებს თესლს, კალამს ან ბუშს.

გამრავლება თესლით 

ეს მეთოდი რთული და შრომატევადია. თესლიდან მცენარის გაზრდა ბევრ დროს და მოთმინებას მოითხოვს. თესლი სწრაფად კარგავს თავის თვისებას და ვერ შეინახავთ. რეკომენდებულია მისი დაუყონებლივ დათესვა. თესლს რომ აღმონაცენები გაუჩნდეს მუდმივად უნდა მორწყათ. რადგან ეს რთული პროცესი, უკეთესია თუ უკვე გაღვივებულ თესლს მაღაზიებში შეიძენთ. მსგავსების პროცენტული მაჩვენებელი 50-50-ზეა. ამიტომ ყიდვის დროს ყურადღება მიაქციოთ ვადას. 
დასათესად შეგიძლიათ პატარა კონტეინერი გამოიყენოთ, ნიადაგისთვის კი ტორფისა და ქვიშის თანაბარი ნარევი. ოთახის ტემპერატურა 24-25 გრადუსი. მორწყეთ ზომიერად. 

გამრავლება გაყოფით




ეს მარტივი მეთოდია. ზრდასრული მცენარისთვის სასარგებლოც კი ასე გამრავლება. მცენარე სწრაფად იზრდება და მრავალრიცხოვანი ახალგაზრდა ნაწილები ნიადაგიდან ყველა სასარგებლო თვისებას შთანთქავს, რის შედეგად მცენარის მთავარი ნაწილი იღუპება. ბუშებით გაყოფა მცენარის ზრდა-განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. 
ამ პროცედურის ჩასატარებლად გამოცდილი მებაღეების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ. 
ბუშები ადრე გაზაფხულზე უნდა დაშალოთ, სანამ ზრდის პერიოდი დაეწყებათ. თითოეული ნაწილის ფესვები ძლიერი უნდა იყოს, დაზიანებების გარეშე. თუ თითოეულს სამი ფოთლოვანი ნაწილი აქვს მცენარე მზად არის დამოუკიდებელი ზრდისთვის. 
მცენარის ქოთანი მცირე ფართობის უნდა იყო, რადგან ღრმა და დიდ ქოთანში მცენარის ფესვები გაიდგამს ფეხს, ეს კი ფოთლის ნაწილის ზრდას შეუწყობს ხელს და აყვავებას დააგვიანებს. 
დაყოფის დროს შეეცადეთ ნაკლებად დააზიანოთ ფესვები. პროცედურის დაწყებამდე კარგად მორწყეთ ფესვები რომ ადვილად დაშორდეს ერთმანეთს. 
დაყოფის შემდეგ ფესვები კარგად გარეცხეთ, მოაშორეთ მიწა. დაყოფის ადგილები აქტივირებული ნახშირით ამოავსეთ და დატოვეთ გასაშრობად ცოტა ხნით. 
თითოეული ნაწილის დარგვამდე, კარგად დაათვალიერეთ და მოაშორეთ დამპალი ან დაზიანებული ფესვები და ფოთლები. 
ნიადაგის შემადგენლობა: ფოთლოვანი მიწა (1 ნაწილი), ტორფი (1 ნაწილი), ხის მიწა (1 ნაწილი), მდინარის უხეში წვრილი ქვიშა (1/2 ნაწილი). 

გამრავლება კალმებით



კალმები - ეს ფოთლოვანი ნაწილია, რომელსაც ზრდასრული ნიმუშიდან იღებენ. თუ კალმებს პატარა აღმონაცენები აქვს პირდაპირ ნიადაგში შეგიძლიათ დარგოთ. თუ არ აქვს წყლით სავსე კონტეინერში მოათავსეთ.
უფრო სწრაფი ზრდისთვის აქტივირებულ ხსნარებს იყენებენ.