ნუ უგულვებელყობთ ამ სიმპტომებს, დიდი ალბათობით თქვენი შვილი ჭიებით არის ინვაზირებული!

ნუ უგულვებელყობთ ამ სიმპტომებს, დიდი ალბათობით თქვენი შვილი ჭიებით არის ინვაზირებული!
ეჭვი მაქვს, რომ ჩემს შვილს ჰყავს ჭიები, განავალში არ აღმოაჩნდა, მაგრამ პედიატრმა მაინც დაუნიშნა ჭიების საწინააღმდეგო წამალი. მაინტერესებს, რამდენად ზუსტია განავლის ანალიზი ჭიებზე და მართებულად მოიქცა თუ არა პედიატრი ამ შემთხვევაში?

ექიმის კომენტარი:
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჭიებზე განავლის ანალიზის სიზუსტე 20% - ს არ აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანი ინვაზირებული იყოს ჭიებით, მაგრამ განავალში მისი კვერცხები კონკრეტულ შემთხვევაში არ აღმოჩნდეს. ამიტომ, როდესაც ბავშვს აქვს ჭიებით ინავზიის სიმპტომები, ზოგჯერ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, ჩაუტაროს მას ანტიჰელმინთური მკურნალობა და ეს გადაწყვეტილება სავსებით მართებულია. მითუმეტეს, თუ უკან დარჩა ზაფხულის პერიოდი, როდესაც ბავშვების ინვაზირების ალბათობა ბუნებასთან აქტიური კონტაქტის გამო მატულობს. ინვაზირებულ და არანამკურნალებ ბავშვებს კი აქვთ სიმპტომები, რომლებსაც მშობლები იშვიათად თუ უკავშირებენ ჭიებს. კერძოდ:
  • დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი;
  • აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები;
  • ასთმური შეტევები;
  • ადვილად ცივდებიან;
  • ხშირად ავადმყოფობენ;
  • აქვთ უძილობა;
  • ანემია;
  • არიან გაღიზიანებულები.

ასეთი სიმპტომების დროს, ექიმი მკურნალობის კურსში ჩართავს ხოლმე ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატს და ბავშვის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

განავლის ანალიზის გარდა, ჰელმინთოზის დიაგნოსტირებისათვის არსებობს სხვა მეთოდებიც: სეროლოგიური დიაგნოსტიკა, რომლის დროსაც სისხლს ვენიდან იღებენ და განსაზღვრავენ ანტისხეულებს გამომწვევთა მიმართ. მისი სიზუსტე გაცილებით მაღალია (60 - 95 %), თუმცა კვლევის ეს მეთოდი ძვირად ღირებულიცაა და მას ყველგან არ აკეთებენ. უახლესი ინფორმაციული მეთოდია ვეგეტაციურ - რეზონანსული ტესტირება. მისი პრინციპი მარტივია - თითოეული პარაზიტი ასხივებს განსაზღვრული სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებსაც სპეციალური მიმღები აფიქსირებს. დიაგნოსტიკის ამ მეთოდმა პარაზიტულ ინფექციებთან ბრძოლის ახალი ეპოქა დაიწყო.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს