რა დაავადებაა "ანიზოციტოზი" და არის თუ არა იგი საშიში.
ჩემს შვილს სამჯერ გავუკეთე სისხლის ანალიზი და სამჯერვე აღმოაჩნდა "ანიზოციტოზი". წინა ორი ანალიზის დროს ბავშვი ავად იყო, მაგრამ ამჟამად სავსებით ჯანმრთელია, თუმცა ანიზოციტოზის გრაფაში ისევ "+" დაუწერეს. ყველა სხვა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. ჰემოგლობინი 124, ექიმმა მითხრა, ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ მაინც მეშინია. იქნებ ამიხსნათ, ამ ტერმინის მნიშვნელობა და მართლა არის თუ არა სანერვიულო ასეთი ანალიზი?
ექიმის კომენტარი:
ანიზოციტოზი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანის სისხლში ჩნდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ერითროციტები. ამ დროს ნორმალურ ერითროციტებთან ერთად გვხვდება უფრო მცირე ზომის მიკროციტები და უფრო დიდი ზომის - მაკროციტები. ჩვეულებრივ ანიზოციტოზი ახასიათებს სხვადასხვა ანემიებს: რკინადეფიციტურ ანემიას - მიკროციტოზი, B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეულ ანემიებს - მაკროციტოზი, მაგრამ ასეთ დროს ჰემოგლობინიც დაქვეითებული უნდა იყოს და სისხლის ფორმულაშიც გარკვეული ცვლილებები უნდა აღინიშნოს. შეკითხვის ავტორი არ აკონკრეტებს ბავშვის ასაკს. მცირე ასაკის ბავშვებში ანიზოციტოზი ნორმალურ პირობებშიც ფიქსირდება და რაიმე პათოლოგიაზე არ მეტყველებს. თუ პატარას სხვა მაჩვენებლების ცვლილებები არ აღენიშნება, მაშინ სანერვიულო მართლაც არაფერია. თუმცა სისხლის ანალიზი 2 - 3 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.