სამწვერა ნერვის ანთების, შესანიშნავი 2 მარტივი წამალი.

სამწვერა ნერვის ანთების,  შესანიშნავი 2 მარტივი წამალი.
მაწუხებდა სამწვერა ნერვის ანთება. არავითარი წამალი არ მიხმარია, ისე მოვირჩინე თავი. დედაჩემისგან ვიცოდი - ანთებას სითბო უხდებაო.

როცა ტკივილი შემაწუხებდა, ცხელ წყალს ჩავასხამდი სათბურაში, მტკივან ადგილას შემოვიხვევდი შალს, დავიდებდი ზედ ცხელ სათბურას, ვწვებოდი და ოფლს მოვიდენდი. დილამდე ოფლიც შემაშრებოდა და ტკივილიც მიყუჩდებოდა. ასე ვაკეთებდი, რამდენჯერაც ტკივილი შემაწუხებდა. თანდათანობით გამიარა. ისე, ზაფხულობით უფრო მაწუხებდა ხოლმე, ვიდრე ზამთარში.

კიდევ ერთი საშუალება, რომელიც გამოგადგებათ:
კარგად მოხარშული კვერცხი უნდა გაიფცქვნას და ბამბის ქსოვილში გახვეული დაიდოს მტკივნეულ ადგილას. გაიჩერეთ კვერცხის გაცივებამდე. ერთჯერადი პროცედურა საკმარისი აღმოჩნდება საშინელი ტკივილების გასაქრობად.

ექიმის კომენტარი:
სამწვერა ნერვის ანთებასთან დაკავშირებით მიღებულ რამდენიმე გამოხმაურებაში წერილის ავტორები გვირჩევენ, რომ ამ პათოლოგიის დროს სითბური პროცედურები გამოვიყენოთ. ნევრიტების დროს მართლაც აღინიშნება სითბოს დადებითი ზემოქმედება.
ხოლო რაც შეეხება მოხარშული კვერცხით მკურნალობას, ასეთ პროცედურას ხალხურ მედიცინაში იყენებენ სხვადასხვაგვარი ანთებითი პროცესების, მაგალითად, ჰაიმორიტის, ფრონტიტის, ნეფრიტების სამკურნალოდ. ცნობილია, რომ მოხარშული კვერცხი ხანგრძლივად ინარჩუნებს სითბოს. სითბური პროცედურა კი ანთების დროს დადებით ეფექტს იძლევა. სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი